"კვარამ" შესვლისთანავე გაიტანა - პსჟ-მ "ლემანი" დაამარცხა (ვიდეო) - კვირის პალიტრა

"კვარამ" შესვლისთანავე გაიტანა - პსჟ-მ "ლემანი" დაამარცხა (ვიდეო)

ლიგა 1-ის მეექვსე ტურში პსჟ-მ საკუთარ მოედანზე „ლე მანს“ 3:1 მოუგო.

მასპინძელთა გუნდის მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ჩემპიონთა ლიგაზე „მანჩესტერ სიტისთან“ მატჩის წინ რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი და მათ შორის კვარაცხელია არ დააყენა ძირითად შემადგენლობაში. პსჟ ბერალდომ პენალტით დააწინაურა, მეორე ტაიმის დასაწყისში მაფუტამ თანაფარდობა აღადგინა. ხვიჩა 59-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე და პარიზელები მალევე წინ გაიყვანა - ფაბიან რუისის დარტყმული მეკარე კოსიკმა მოიგერია, დამატებაზე კი ქართველმა ყველას დაასწრო. ცოტა ხანში აკლიუშმაც გაიტანა. კომპენსირებულ დროში "კვარას" ჩაწოდებული კუთხურისას ბამბამ მეტოქე წააქცია, ხოლო პენალტი კოსიკმა მოიგერია.

პსჟ ამ მომენტისთვის 11 ქულით მე-5 ადგილზეა, ლიდერ „მონაკოს“ 3 ქულით ჩამორჩება და მომდევნო მატჩს 14 ოქტომბერს, გასვლაზე „მანჩესტერ სიტისთან“ ჩაატარებს.

პარიზი. „პარკ დე პრენსი“

პსჟ - ლე მანი 3:1

გოლები: 1:0 ბერალდო (19, პენ), 1:1 მაფუტა (54), 2:1 კვარაცხელია (61), 3:1 აკლიუში (68)

გამოუყენებელი პენალტი: დუე (90+3)