რატომ ვერ მობრუნდება ვერასოდეს „ნაცმოძრაობა“ ხელისუფლებაში
მიხეილ სააკაშვილი და მისი "ბაბლი" "ნაცმოძრაობიდან" და ამ პარტიასთან აფილირებული პირებიდან შეტევაზე გადავიდნენ - ოღონდ მოქალაქეების მიმართულებით. აქაოდა, აღიარეთ, რომ 2012 წლის ოქტომბრის არჩევნებში შეცდომა დაუშვით "ნაცმოძრაობის" გაშვებით და "ოცნების" მოყვანითო. ეს შეტევა, ძირითადად, ფბ-სივრცეში მიმდინარეობს და თითოეულ ასეთ პოსტს დაურთავენ ხოლმე ჩამონათვალს, რა გააკეთა სააკაშვილმა და რომ დასცლოდა, რას გააკეთებდა. თან ჩამონათვალი იზრდება ხოლმე, როგორც თევზის ზომა მატყუარა მეთევზის მონათხრობში. თუ ასეთი ტემპით გააგრძელეს, დაწერენ მალე, რომ ახლა მარსი ათვისებული გვექნებოდა.