21 წელი ქართულ საგამომცემლო სივრცეში - „პალიტრა L“ იუბილეს მასშტაბური სიახლეებით „თბილისის წიგნის დღეებზე“ შეხვდება
გამომცემლობა "პალიტრა L"-მა დაარსების დღიდან (2005 წელი) სწრაფად დაიმკვიდრა საქართველოს საგამომცემლო სფეროში წამყვანი პოზიცია. ამ წლების განმავლობაში კომპანიამ არაერთი საეტაპო პროექტი განახორციელა - ქართველ მკითხველს გააცნო მსოფლიო მნიშვნელობის ავტორები, განაახლა საოჯახო ბიბლიოთეკები მაღალპოლიგრაფიული გამოცემებით, მხარი დაუჭირა თანამედროვე ქართველ მწერლებს კონკურსით "გახდი ბესტსელერის ავტორი" და დანერგა ისეთი ტექნოლოგიური ინოვაციები, როგორებიცაა ორიგინალური სამგანზომილებიანი წიგნები, "გუდას აუდიოწიგნები" თუ გარემოსდაცვითი პროექტი "მაკულიტერატურა".
წელს გამომცემლობას 21 წელი უსრულდება. ამ იუბილეს "პალიტრა L" ტრადიციულად თავის მკითხველთან ერთად "თბილისის წიგნის დღეებზე" აღნიშნავს, რომელიც 30, 31 ოქტომბერსა და 1 ნოემბერს ExpoGeorgia-ს მე-11 პავილიონში გაიმართება.
21 წლის 21 ბესტსელერი
იუბილესთან დაკავშირებით, გამომცემლობა საგამოფენო სტენდზე წარადგენს სიმბოლურ ექსპოზიციას: 21 წელი 21 ბესტსელერი:
2005 - 2009: "კარაბადინი - ხალხური სამკურნალო რეცეპტები", "დიდი მხატვრები - ვან გოგი", "ეს სამყაროა - ეგვიპტე", "ქართული პროზის საგანძური - გურამ დოჩანაშვილი", "მემუარები - ფიქრი წარსულსა და მომავალზე" (ედუარდ შევარდნაძე)
2010: "შაგრენის ტყავი" - ონორე დე ბალზაკი
2011: "99 ფრანკი" - ფრედერიკ ბეგბედერი
2012: საქართველოს ისტორია, ტომი I
2013: ბიბლია
2014: "ქარწაღებულნი" - მარგარეტ მიჩელი
2015: "შეჭამე ბაყაყი" - ბრაიან თრეისი
2016: ქართული მონეტების ოქროს კოლექცია
2017: "ჩემი პირველი კითხვებისა და პასუხების წიგნი"
2018: მეფე თამარი (ქართველი მეფეების სერია)
2019: "შვიდი მომაკვდინებელი გრძნობა" - ნიკოლოზ ტოტოღაშვილი
2020: "ფეხებზე დაკიდების ნატიფი ხელოვნება" - მარკ მენსონი
2021: "დავით აღმაშენებელი" - კონსტანტინე გამსახურდია
2022: "იკიგაი" - ჰექტორ გარსია, ფრანსესკ მირალესი
2023: "პატარა პრინცი" - ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი
2024: "1984" - ჯორჯ ორუელი
2025: "დათა თუთაშხია" - ჭაბუა ამირეჯიბი
2026: "კუპატას თავგადასავალი" - გიორგი კეკელიძე
შექმენი ექსპოზიცია და გახდი ჩვენი ისტორიის ნაწილი:
ექსპოზიციის შექმნაში "პალიტრა L"-ს ერთგული მკითხველის დახმარება სჭირდება, გამომცემლობა ეძებს შემდეგი 5 წიგნის პირველ გამოცემებს:
"კარაბადინი - ხალხური სამკურნალო რეცეპტები"
"დიდი მხატვრები - ვან გოგი"
"ეს სამყაროა - ეგვიპტე"
"ქართული პროზის საგანძური - გურამ დოჩანაშვილი"
"მემუარები - ფიქრი წარსულსა და მომავალზე" (ედუარდ შევარდნაძე)
კონკურსის პირობები: თუ თქვენს პირად ბიბლიოთეკაში მოიძებნება ჩამოთვლილი წიგნების პირველი გამოცემები, გადაუღეთ ფოტო, ატვირთეთ თქვენს Facebook გვერდზე და მონიშნეთ "პალიტრა L"-ის ოფიციალური გვერდი. გამომცემლობის გუნდი თავად დაგიკავშირდებათ და სამახსოვრო საჩუქრებს გადმოგცემთ.
შეხვდით "პალიტრა L-ის" 21-ე დაბადების დღეს საყვარელ წიგნებთან ერთად!