"კიდევ ერთი ოპერაცია?“ - 77 წლის ალა პუგაჩოვა შეცვლილი გარეგნობით გამოჩნდა - კვირის პალიტრა

"კიდევ ერთი ოპერაცია?“ - 77 წლის ალა პუგაჩოვა შეცვლილი გარეგნობით გამოჩნდა

ალა პუ­გა­ჩო­ვა ლი­მა­სოლ­ში სე­ირ­ნო­ბი­სას პა­პა­რა­ცებ­მა შე­ნიშ­ნეს. ამ­ჯე­რად მომ­ღე­რა­ლი მხი­ა­რუ­ლი, ახალ­გაზ­რდუ­ლი იმი­ჯით გა­მოჩ­ნდა, თუმ­ცა ხელი კვლავ შეხ­ვე­უ­ლი ჰქონ­და.

ბლო­გერ­მა, რო­მე­ლიც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში Shinovanastya-ს სა­ხე­ლით არის ცნო­ბი­ლი, ალა პუ­გა­ჩო­ვა და მისი მე­უღ­ლე, მაქ­სიმ გალ­კი­ნი, შემ­თხვე­ვით გა­და­ი­ღო. გო­გო­ნა ლი­მა­სო­ლის ძველ პორ­ტში, კაფე-რეს­ტორ­ნის სა­ზა­ფხუ­ლო ტე­რა­სა­ზე ის­ვე­ნებ­და, რო­დე­საც მომ­ღე­რა­ლი შე­ნიშ­ნა. პუ­გა­ჩო­ვა შე­ნო­ბის­კენ მი­დი­ო­და, უკან კი მე­უღ­ლე მიჰ­ყვე­ბო­და."კვიპ­როს­ში ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის შეხ­ვედ­რის შან­სი უფრო მა­ღა­ლია, ვიდ­რე რუ­სეთ­ში. ვა­დას­ტუ­რებ - ერთ დღე­ში გალ­კი­ნი და პუ­გა­ჩო­ვა ვნა­ხე“, - და­წე­რა ბლო­გერ­მა ვი­დე­ოს აღ­წე­რა­ში.

ala-pugachova-35129-1791787373.webp

გო­გო­ნამ ვარ­სკვლა­ვურ წყვილს ერ­თობ­ლი­ვი ფო­ტოს გა­და­ღე­ბა სთხო­ვა. პუ­გა­ჩო­ვას მოკ­ლე შორ­ტი ეცვა და მა­ი­სურ­ზე ზე­მო­დან კუ­ბოკ­რუ­ლი პე­რან­გი.

განაგრძეთ კითხვა