“შავი ზღვის კონფერენციებსაც კი ისეთ ქვეყნებთან ატარებს, რომელსაც შავ ზღვაზე გასასვლელი არ აქვს და საქართველოს არ ეძახის“ - თენგიზ შარმანაშვილი კაია კალასზე - კვირის პალიტრა

“შავი ზღვის კონფერენციებსაც კი ისეთ ქვეყნებთან ატარებს, რომელსაც შავ ზღვაზე გასასვლელი არ აქვს და საქართველოს არ ეძახის“ - თენგიზ შარმანაშვილი კაია კალასზე

დიდი მოლოდინი არ გვაქვს იმ სხდომის, სადაც კაია კალასი იქნება თავმჯდომარე, თუმცა მაინც გვინდა იმედი გამოვთქვათ, რომ პრაგმატიზმი გადასძლევს და რაციონალურ გადაწყვეტილებას მიიღებენ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრასთან დაკავშირებით განაცხადა, სადაც სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოში არსებულ ვითარებასაც განიხილავენ.

მისივე თქმით, ვინაიდან, აღნიშნულ სხდომას კაია კალასი ხელმძღვანელობს, სავარაუდოდ, ის ამ განხილვას „ტონს მისცემს“.

„იცით, რომ ლუქსემბურგში, ამ სხდომას ევროკომისარი კაია კალასი ხელმძღვანელობს. ის, ალბათ, მისცემს ტონს ამ განხილვას. ჩვენ მისი დამოკიდებულება ვიცით - ის არ ცნობს აბსოლუტურად არანაირ რეალობას. შავი ზღვის კონფერენციებსაც კი ატარებს ისეთ ქვეყნებთან, რომელსაც შავ ზღვაზე გასასვლელი არ აქვს და საქართველოს არ ეძახის ხოლმე. რაღაცა ასეთი უცნაური ადამიანია, გეოგრაფიული განსწავლულობიდან გამომდინარე. ასე რომ, რაღაც დიდი მოლოდინები არ გვაქვს. მაინც გვინდა იმედი გამოვთქვათ, რომ პრაგმატიზმი გადასძლევს და ვინაიდან, იქ ამ ნაბიჯების დადებითი და უარყოფითი მხარეების აწონ-დაწონა წავა, რაციონალურ გადაწყვეტილებას მიიღებენ. ვნახოთ, ყოველ შემთხვევაში, რაღაც დიდი მოლოდინი არ გვაქვს იმ სხდომისა, სადაც კაია კალასი იქნება თავმჯდომარე“, - განაცხადა შარმანაშვილმა.

განაგრძეთ კითხვა