“მთელმა მსოფლიომ იცის, რომ საწვავზე ფასები ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის გამო იზრდება“ - ვოლოდიმირ ზელენსკი
მთელმა მსოფლიომ იცის, რომ ფასები ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის გამო იზრდება. ფასები იზრდება ახლო აღმოსავლეთის ომისა და ჰორმუზის სრუტის ბლოკირების გამო, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა.
კითხვაზე, რატომ ადანაშაულებენ მას ომის გაგრძელებაში, ზელენსკიმ უპასუხა: „იმიტომ, რომ ამ ადამიანებმა ვერ იპოვეს პუტინის შეჩერების გზა“.
„იმიტომ, რომ პუტინის შეჩერება უფრო რთულია, ვიდრე სხვებზე ზეწოლა. იმიტომ, რომ უფრო მარტივია ფასებზე საუბარი და ამ საკითხის უკრაინასთან დაკავშირება. მაშინ, როცა მთელმა მსოფლიომ იცის, რომ ფასები ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის გამო იზრდება. ფასები იზრდება ახლო აღმოსავლეთის ომისა და ჰორმუზის სრუტის ბლოკირების გამო - სწორედ ამ მიზეზებით. ეს ყველას ესმის“, - განაცხადა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სთხოვა, რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმები შეამციროს და ის დათანხმდა.