კახეთში 72 წლის აკაკი დემუროვს ეძებენ - კვირის პალიტრა

კახეთში 72 წლის აკაკი დემუროვს ეძებენ

გურ­ჯა­ა­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ჩუმ­ლაყ­ში 72 წლის აკა­კი დე­მუ­როვს ეძე­ბენ. ამის შეს­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას "მთა­ვა­რი ამ­ბე­ბი კა­ხე­თი­დან" ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე ცნო­ბით, კაცი სახ­ლი­დან 8 ოქ­ტომ­ბერს გა­ვი­და და უკან აღარ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლა. რო­გორც მის­მა შვილ­მა გა­მო­ცე­მას უთხრა, სა­ღა­მოს სახ­ლში მი­სულს მამა აღარ დახ­ვდა. მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, დე­მუ­როვს ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი აქვს და ვა­რა­უ­დობს, რომ შორს ვერ წა­ვი­დო­და. სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ებ­ში ჩარ­თუ­ლი არი­ან პო­ლი­ცია და სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რი.სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა ორ­ჯერ გა­მო­ი­ყე­ნეს დრო­ნი, ასე­ვე და­ათ­ვა­ლი­ე­რეს სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო კა­მე­რე­ბის ჩა­ნა­წე­რე­ბი, თუმ­ცა მა­მა­კა­ცის ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლის დად­გე­ნა ამ დრომ­დე ვერ ხერ­ხდე­ბა. აკა­კი დე­მუ­რო­ვი ბო­ლოს მე­ზობ­ლებ­მა სა­კუ­თარ უბან­ში ნა­ხეს. ოჯა­ხი სა­ზო­გა­დო­ე­ბას დახ­მა­რე­ბას სთხოვს.

და­კარ­გუ­ლი მა­მა­კა­ცის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში და­რე­კეთ ნო­მერ­ზე: 555 45 15 21.

წყარო