რამდენი სამხედრო მოსამსახურე იქნება ქართულ ჯარში 2027 წელს?!
მიმდინარე და გასული წლების მსგავსად, საქართველოს თავდაცვის ძალების საშტატო რიცხოვნობა 2027 წლისთვისაც არაუმეტეს 37 ათასი სამხედრო მოსამსახურით იქნება განსაზღვრული.
პარლამენტი ყოველ წელს სახელმწიფო ბიუჯეტთან ერთად, თავდაცვის ძალების რაოდენობას ამტკიცებს.
წარდგენილი დოკუმენტის მიხედვით, თავდაცვის ძალების შტატი უცვლელი რჩება და არა უმეტეს 37 000-იან ზღვარს არ სცდება.
"ინტერპრესნიუსი"