“კი­დევ ის არის, რომ ცხოვ­რე­ბა მიყ­ვარს, მე­ო­რე - მგო­ნია, რომ უმოქ­მე­დო­ბის უფ­ლე­ბა არ მაქვს...“ - ნანკა კალატოზიშვილის “სახალხო ინტერვიუ“ - კვირის პალიტრა

“კი­დევ ის არის, რომ ცხოვ­რე­ბა მიყ­ვარს, მე­ო­რე - მგო­ნია, რომ უმოქ­მე­დო­ბის უფ­ლე­ბა არ მაქვს...“ - ნანკა კალატოზიშვილის “სახალხო ინტერვიუ“

Ambebi.ge-სა და "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ ერ­თობ­ლი­ვი პრო­ექ­ტის "სა­ხალ­ხო ინ­ტერ­ვი­უს“ მო­რი­გი სტუ­მა­რი იყო მსა­ხი­ო­ბი ნან­კა კა­ლა­ტო­ზიშ­ვი­ლი. მან მის­თვის გა­მოგ­ზავ­ნილ შე­კი­თხვებს უპა­სუ­ხა. გთა­ვა­ზობთ ტე­ლე­ინ­ტერ­ვი­უს სა­ინ­ტე­რე­სო ეპი­ზო­დე­ბის ელექტრო­ნულ ვერ­სი­ას, ხოლო "სა­ხალ­ხო ინ­ტერ­ვი­უს“ სრუ­ლი გა­და­ცე­მის ნახ­ვას მი­თი­თე­ბულ ბმულ­ზე შეძ­ლებთ.

მარი:

- ნან­კა, მო­გე­სალ­მე­ბით. რო­გორ ხართ?.. რო­გორ ინარ­ჩუ­ნებთ ენერ­გი­ა­სა და მო­ტი­ვა­ცი­ას უწყვე­ტი, პრო­ტეს­ტის დროს?

- რთულ და მძი­მე პე­რი­ოდს გავ­დი­ვართ, მაგ­რამ სულ ვფიქ­რობ ხოლ­მე ის­ტო­რი­ულ კონ­ტექ­სტზე და ეს მაძ­ლი­ე­რებს. გარ­და იმი­სა, რომ ძა­ლი­ან მინ­და, ჩემი შვი­ლი კარგ ქვე­ყა­ნა­ში ცხოვ­რობ­დეს, ისიც მინ­და, 30 წლის მერე, როცა ის­ტო­რი­ას გა­და­ფურ­ცლა­ვენ, ადა­მი­ა­ნებ­მა არ თქვან, არ უბ­რძო­ლი­ათ ამ ქვეყ­ნის­თვი­სო. ეს არის ჩემი მთა­ვა­რი მო­ტი­ვა­ცია. მერე პირ­ვე­ლი კი­დევ ის არის, რომ ცხოვ­რე­ბა მიყ­ვარს, მე­ო­რე - მგო­ნია, რომ უმოქ­მე­დო­ბის უფ­ლე­ბა არ მაქვს და არ ვაძ­ლევ ჩემს თავს ამის უფ­ლე­ბას, მე­სა­მე - ხან­და­ხან მეს­მის, ამ­ბო­ბენ: "დეპ­რე­სი­ა­ში ვარ“. მჯე­რა, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი რა­ღაც მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში არი­ან, მაგ­რამ ამ ეტაპ­ზე უბ­რა­ლოდ ამის­თვის არ მცა­ლია და ეს რა­ღაც­ნა­ი­რი ფუ­ფუ­ნე­ბაა. შე­იძ­ლე­ბა ძა­ლი­ან ცუ­და­დაც ვარ, მაგ­რამ ეს მო­ტი­ვა­ცია არ გაძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ რა­ღაც­ნა­ი­რად მო­დუნ­დე - გა­დი­ხარ და გა­დი­ხარ წინ.

უც­ნო­ბი:

- ვასო აბა­ში­ძის სა­ხე­ლო­ბის ახალ­მა თე­ატრმა ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა აღარ გა­გიგ­რძე­ლათ... ეს ცხა­დია, თქვენს სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვო­ბას უკავ­შირ­დე­ბა, თუმ­ცა შე­საძ­ლოა, თქვენ სხვაგ­ვა­რად ხსნით ამ ამ­ბავს...

- კი­თხვა­ში შეც­დო­მაა ის, რომ კონ­ტრაქ­ტი არ შე­უ­ჩე­რე­ბი­ათ, გან­ცხა­დე­ბა თვი­თონ დავ­წე­რე და ჩემი ნე­ბით წა­მო­ვე­დი. ან­დროს ბა­ნე­რის მოხ­სნის შემ­დეგ, მე სა­ხელ­მწი­ფო თე­ატ­რში ვერ გავ­ჩერ­დე­ბო­დი და არც გავ­ჩერ­დე­ბო­დი. ისე­დაც არ ვა­პი­რებ­დი "დოის" თე­ატ­რი­დან (ვასო აბა­ში­ძის ახა­ლი თე­ატ­რი­დან) გაშ­ვე­ბის შემ­დეგ სხვა რე­ჟი­სორ­თან ან ხელ­მძღვა­ნელ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბას. უბ­რა­ლოდ, მო­ტი­ვა­ცია იყო ან­დროს ბა­ნე­რი, რო­მელ­საც მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობ­დი, და­მეც­ვა. ან­დროს ბა­ნე­რის მოხ­სნის შემ­დეგ, რო­გორც მო­იქ­ცნენ, დავ­წე­რეთ გან­ცხა­დე­ბა ცხრა კაც­მა და წა­მო­ვე­დით. ამი­ტომ არა­ვის გა­ვუშ­ვი­ვარ - ჩემი ნე­ბით წა­მო­ვე­დი.

ანა:

- რო­გორ იც­ვლე­ბა ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბის როლი ამ პრო­ტეს­ტში? გრძნობთ თუ არა და­მა­ტე­ბით პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას იმ ადა­მი­ა­ნე­ბის წი­ნა­შე, რომ­ლე­ბიც თქვენს მა­გა­ლითს უყუ­რე­ბენ ან თქვე­ნი ხმის იმე­დი აქვთ?

- რა­ღაც­ნა­ი­რი პე­რი­ო­დია, მარ­თლა "ვინ ვინ არის“-ში ვცხოვ­რობთ. თით­ქოს ორი სა­ქარ­თვე­ლო შექ­მნეს ვი­ღაც-ვი­ღა­ცებ­მა სა­კუ­თა­რი ხე­ლით, რაც ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა. ერთი მხა­რე არის სო­ლი­და­რო­ბის­თვის მებ­რძო­ლი, ხოლო მე­ო­რე - ცდი­ლობს, და­ჩაგ­როს ადა­მი­ა­ნე­ბი. თავს კარ­გად მხო­ლოდ იმი­ტომ ვგრძნობ, რომ მედგრად ვარ - შე­იძ­ლე­ბა ეს ისე­თი სათ­ქმე­ლი არ არის, მაგ­რამ ნამ­დვი­ლად მედგრად ვგრძნობ თავს. ამა­ყი ვარ, რომ არ ვარ იმ ნა­წი­ლის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, რომ­ლის­თვი­საც სო­ლი­და­რო­ბა არა­ფერს ნიშ­ნავს. მათი კო­მენ­ტა­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სულ ფუ­ლის აღე­ბა­ზე ფიქ­რო­ბენ და რა­ღაც სა­ოც­რე­ბებს გი­წე­რენ. ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რომ მა­გა­თი ნა­წი­ლი არ ვარ! მოკ­ლედ, თუნ­დაც ვიყო უმ­ცი­რე­სო­ბა­ში, მაგ­რამ ვიყო თავ­მოყ­ვა­რე ადა­მი­ა­ნე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში, ეს ნამ­დვი­ლად მირ­ჩევ­ნია.

nanka1-54904-1791812431.jpg

მკი­თხვე­ლი:

- ზო­გა­დად რა ფასს იხ­დის ხე­ლო­ვა­ნი მკა­ფიო სა­მო­ქა­ლა­ქო პო­ზი­ცი­ის გამო?

- ხე­ლო­ვა­ნი, რო­მე­ლიც ვერ აკე­თებს იმას, რაც ყვე­ლა­ზე ძა­ლი­ან უყ­ვარს, უარს ამ­ბობს ამ ყვე­ლა­ფერ­ზე… არ ვიცი, ალ­ბათ ყვე­ლა პრო­ფე­სი­ა­ში ასეა. უბ­რა­ლოდ, ახლა ისეთ რე­ა­ლო­ბა­ში ვცხოვ­რობთ, რომ არ მგო­ნია, მხო­ლოდ ხე­ლო­ვანს ჰქონ­დეს ეს პრობ­ლე­მა. ზო­გა­დად ქვე­ყა­ნას აქვს ეს პრობ­ლე­მა, რომ იმას, რისი კე­თე­ბაც გინ­და, ვერ აკე­თებ. მაგ­რამ რა­ღაც მო­მენ­ტში რომ და­ფიქ­რდე, შე­იძ­ლე­ბა იმა­ზე მეტს ვა­კე­თებთ ახლა, ვიდ­რე სცე­ნი­დან რა­ღა­ცის თქმაა. და ისევ და ისევ ამ ის­ტო­რი­ულ კონ­ტექსტს ვუბ­რუნ­დე­ბი: მე მგო­ნია, რომ ადა­მი­ა­ნებს, მით უმე­ტეს, ამ ქვე­ყა­ნა­ში, პო­პუ­ლა­რო­ბი­სა და ცნო­ბა­დო­ბის მთა­ვა­რი გა­მო­ყე­ნე­ბა არის ის, რომ იყო იმ ადა­მი­ა­ნე­ბის ხმა, რომ­ლებ­საც შე­იძ­ლე­ბა ნაკ­ლე­ბი აუ­დი­ტო­რია ჰყავთ.

განაგრძეთ კითხვა