“უკრაინა ამოსუნთქვას არ იმსახურებს“ - ლავროვის მწვავე განცხადება - კვირის პალიტრა

“უკრაინა ამოსუნთქვას არ იმსახურებს“ - ლავროვის მწვავე განცხადება

აშშ-ის პრე­ზი­დენტ დო­ნალდ ტრამ­პის მიერ გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი “ენერ­გე­ტი­კუ­ლი ზა­ვის“ ფონ­ზე, რუ­სეთ­მა უკ­რა­ი­ნის ენერ­გო­ინფრას­ტრუქ­ტუ­რა­ზე იე­რი­შე­ბი კი­დევ უფრო გა­აძ­ლი­ე­რა. რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრ სერ­გეი ლავ­რო­ვის გან­ცხა­დე­ბით, “უკ­რა­ი­ნა ცე­ცხლის შე­წყვე­ტას და ამო­სუნ­თქვა­სა არ იმ­სა­ხუ­რებს“. პა­რა­ლე­ლუ­რად, უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტი ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკი აცხა­დებს, რომ ტრამ­პის გან­ცხა­დე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მოს­კოვ­მა თავ­დას­ხმე­ბი არ შე­ა­ჩე­რა, რაც ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის პირ­და­პი­რი პა­სუ­ხია ვა­შინგტო­ნის­თვის.

ლავ­რო­ვი­სა და კრემ­ლის პო­ზი­ციარუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა სერ­გეი ლავ­როვ­მა პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და, რომ “უკ­რა­ი­ნა არ იმ­სა­ხუ­რებს იმ ამო­სუნ­თქვას“, რაც ცე­ცხლის შე­წყვე­ტას მოჰ­ყვე­ბო­და. მისი თქმით, ნე­ბის­მი­ე­რი ზა­ვის პე­რი­ოდ­ში ევ­რო­პა შეძ­ლებ­და უკ­რა­ი­ნის ხე­ლახ­ლა ია­რა­ღით მო­მა­რა­გე­ბას ომის გა­საგ­რძე­ლებ­ლად.

ლავ­როვ­მა ზე­ლენ­სკის რე­აქ­ცი­ას ტრამ­პის გან­ცხა­დე­ბა­ზე “ყალ­ბი“ უწო­და და აღ­ნიშ­ნა, რომ უკ­რა­ი­ნის ლი­დე­რი ნე­ბის­მი­ერ ინი­ცი­ა­ტი­ვას გა­მო­ი­ყე­ნებს შეს­ვე­ნე­ბის მი­სა­ღე­ბად, თუმ­ცა მოს­კო­ვი ამ და­პი­რე­ბებს აღარ ენ­დო­ბა.

ლავ­რო­ვის გან­ცხა­დე­ბას უკ­რა­ი­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი ან­დრეი სი­ბი­გა გა­მო­ეხ­მა­უ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ რუ­სე­თის სა­გა­რეო უწყე­ბის ხელ­მძღვა­ნელ­მა უკვე “და­იმ­სა­ხუ­რა პირ­ვე­ლი რი­გის ად­გი­ლი აგ­რე­სი­ის და­ნა­შა­უ­ლის სპე­ცი­ა­ლურ ტრი­ბუ­ნალ­ზე“.

პა­რა­ლე­ლუ­რად, კრემ­ლის სპი­კერ­მა დი­მიტ­რი პეს­კოვ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ რუ­სე­თი მზად იქ­ნე­ბა დარ­ტყმე­ბი შე­ა­ჩე­როს მხო­ლოდ “უშუ­ა­ლოდ არ­ჩევ­ნე­ბის დღეს“, თუ კი­ევ­ში საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბა სურთ. მან დას­ძი­ნა, რომ ზე­ლენ­სკის მიერ შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი 60-დღი­ა­ნი ცე­ცხლის შე­წყვე­ტა უკ­რა­ი­ნას “ჭრი­ლო­ბე­ბის მო­შუ­შე­ბი­სა“ და საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბის გაგ­რძე­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემ­და.

ზე­ლენ­სკის რე­აქ­ცია, ტრამ­პის დი­ზე­ლის გა­რი­გე­ბა და ნავ­თო­ბის ფა­სე­ბიუკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ Fox News-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ ტრამ­პის მიერ “ენერ­გე­ტი­კუ­ლი ზა­ვის“ გა­მო­ცხა­დე­ბის შემ­დეგ უკ­რა­ი­ნულ მხა­რეს რუ­სულ ენერ­გო­ო­ბი­ექ­ტებ­ზე იე­რი­ში არ მი­უ­ტა­ნია, თუმ­ცა რუ­სეთ­მა უკ­რა­ი­ნულ გაზ­გა­სა­მართ სად­გუ­რებ­სა და ენერ­გო­ინფრას­ტრუქ­ტუ­რას მა­ინც და­არ­ტყა. ზე­ლენ­სკის თქმით, ეს იყო პუ­ტი­ნის მკა­ფიო პა­სუ­ხი ტრამ­პის­თვის, რომ მოს­კოვ­ში ენერ­გე­ტი­კულ ზავ­ზე არა­ფე­რი იცი­ან. ვრცლად