შიო მესამემ UNESCO-სა და მისი მრჩეველი ორგანოების ექსპერტთა დელეგაცია მიიღო - კვირის პალიტრა

შიო მესამემ UNESCO-სა და მისი მრჩეველი ორგანოების ექსპერტთა დელეგაცია მიიღო

უწ­მინ­დეს­მა და უნე­ტა­რეს­მა, სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა, მცხე­თა-თბი­ლი­სის მთა­ვა­რე­პის­კო­პოს­მა და ბიჭ­ვინ­თი­სა და ცხუმ-აფხა­ზე­თის მიტ­რო­პო­ლიტ­მა შიო III-მ სა­პატ­რი­არ­ქო რე­ზი­დენ­ცი­ა­ში UNESCO-სა და მისი მრჩე­ვე­ლი ორ­გა­ნო­ე­ბის: ICOMOS-ისა და ICCROM-ის ექ­სპერტთა დე­ლე­გა­ცია მი­ი­ღო.

სა­პატ­რი­არ­ქოს ცნო­ბით, დე­ლე­გა­ცი­ას ხელ­მძღვა­ნე­ლობს მსოფ­ლიო მემ­კვიდ­რე­ო­ბის ცენ­ტრის ევ­რო­პი­სა და ჩრდი­ლო­ეთ ამე­რი­კის პროგ­რა­მე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი ირე­ნა კა­კე­ტი. მის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში ასე­ვე არი­ან მრჩე­ვე­ლი ორ­გა­ნო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი: ალ­კი­ვი­ა­დეს პრე­პი­სი და ელი­სონ ჰე­რი­ტე­ი­ჯი.შეხ­ვედ­რას ეს­წრე­ბოდ­ნენ: სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის ქო­რე­პის­კო­პო­სი, ახალ­ცი­ხი­სა და ტაო-კლარ­ჯე­თის მიტ­რო­პო­ლი­ტი თე­ო­დო­რე (ჭუ­ა­ძე), სა­პატ­რი­არ­ქოს სა­გა­რეო საქ­მე­თა გან­ყო­ფი­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი, ზუგ­დი­დი­სა და ცა­ი­შის მიტ­რო­პო­ლი­ტი გე­რა­სი­მე (შა­რა­შე­ნი­ძე), გო­რი­სა და ატე­ნის მიტ­რო­პო­ლი­ტი ან­დრია (გვა­ზა­ვა), ნი­კორ­წმინ­დე­ლი ეპის­კო­პო­სი ვახ­ტან­გი (ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნი), გე­ლა­თის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის დრო­ე­ბი­თი კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე, არ­ქი­მან­დრი­ტი კი­რი­ო­ნი (ონი­ა­ნი), სა­პატ­რი­არ­ქოს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი, დე­კა­ნო­ზი ან­დრია ჯაღ­მა­ი­ძე, მისი მო­ად­გი­ლე, დე­კა­ნო­ზი გუ­რამ ჭა­რე­ლაშ­ვი­ლი, გე­ლა­თის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის კო­მი­ტე­ტი­სა და გე­ლა­თის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის კო­მი­ტე­ტის ეროვ­ნუ­ლი სა­მეც­ნი­ე­რო საბ­ჭოს წევ­რე­ბი.

"შეხ­ვედ­რის მთა­ვარ თე­მას გე­ლა­თის სა­მო­ნას­ტრო კომ­პლექსში მიმ­დი­ნა­რე მას­შტა­ბუ­რი სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო პრო­ცე­სი წარ­მო­ად­გენ­და. მო­ნა­წი­ლე­ებ­მა მი­მო­ი­ხი­ლეს ძეგლ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი და და­გეგ­მი­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი, გაც­ვა­ლეს პრო­ფე­სი­უ­ლი მო­საზ­რე­ბე­ბი და სა­მო­ნას­ტრო კომ­პლექ­სის პირ­ვან­დე­ლი სა­ხით შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის მიზ­ნით, შემ­დგო­მი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის მზა­ო­ბა გა­მოთ­ქვეს.

"რო­გორც უცხო­ელ­მა სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა აღ­ნიშ­ნეს, მათ რე­კო­მენ­და­ცი­ებს გე­ლა­თის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის დრო­ე­ბი­თი კო­მი­ტე­ტი ზედ­მი­წევ­ნით ას­რუ­ლებს. ექ­სპერ­ტებ­მა მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­დეს სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის მე­თა­ურს გე­ლა­თის რე­ბი­ა­ლი­ტა­ცი­ის სწო­რი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბი­სა და აქ­ტი­უ­რი ჩარ­თუ­ლო­ბის­თვის. ასე­ვე მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­დეს გე­ლა­თის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლეს, არ­ქი­მან­დრიტ კი­რი­ონს და მთელ სა­მუ­შაო ჯგუფს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­მუ­შა­ო­ე­ბის­თვის.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი შიო III გე­ლა­თის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის დრო­ე­ბი­თი კო­მი­ტე­ტი­სა და მიმ­დი­ნა­რე სა­მუ­შა­ო­ე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლია.

მის­მა უწ­მინ­დე­სო­ბამ მა­ღა­ლი შე­ფა­სე­ბა მის­ცა ძეგლის გა­და­სარ­ჩე­ნად გა­წე­ულ ძა­ლის­ხმე­ვას და გე­ლა­თის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის დრო­ე­ბი­თი კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლეს, არ­ქი­მან­დრიტ კი­რი­ონს და შეხ­ვედ­რის მო­ნა­წი­ლე­ებს მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში გა­მო­ჩე­ნი­ლი გუ­ლის­ხმი­ე­რე­ბი­სა და მა­ღალპრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მის­თვის მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და.

რო­გორც შეხ­ვედ­რა­ზე აღი­ნიშ­ნა, მსოფ­ლიო მემ­კვიდ­რე­ო­ბის ცენ­ტრი­სა და მისი მრჩე­ვე­ლი ორ­გა­ნო­ე­ბის ექ­სპერ­ტე­ბი ყო­ველ­თვის მზად არი­ან დახ­მა­რე­ბა გა­უ­წი­ონ და გას­ცენ შე­სა­ბა­მი­სი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი ქარ­თუ­ლი მხა­რის და­სახ­მა­რებ­ლად.

შეხ­ვედ­რის და­სას­რულს სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის მე­თა­ურ­მა სტუმ­რებს სა­ჩუქ­რად გა­დას­ცა სა­ი­უ­ბი­ლეო ჯვრე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლო­ში ქრის­ტი­ა­ნო­ბის სა­ხელ­მწი­ფო რე­ლი­გი­ად გა­მო­ცხა­დე­ბის 1700 წლის­თა­ვის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად შე­იქ­მნა", - აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.