“შეთანხმების მიღწევა პუტინს უფრო სურს, ვიდრე ზელენსკის“ - დონალდ ტრამპი - კვირის პალიტრა

“შეთანხმების მიღწევა პუტინს უფრო სურს, ვიდრე ზელენსკის“ - დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეთანხმების მიღწევა უფრო მეტად სურს, ვიდრე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის.

“ვფიქრობ, სინამდვილეში შეთანხმების მიღწევა პუტინს უფრო სურს, ვიდრე ზელენსკის”, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, მან მხარეებს აიძულა, შეზღუდულ ზავზე შეთანხმებულიყვნენ.

„ისინი დათანხმდნენ [ენერგეტიკულ ზავზე]. იცით, რატომ? იმიტომ, რომ მე ვთქვი, დათანხმდით-მეთქი. აი, ამიტომ. ისინი იმიტომ დათანხმდნენ, რომ მე ვთქვი, დათანხმდნენ-მეთქი. ეს საკითხი უნდა მოგვარდეს”, - აღნიშნა ტრამპმა.

ამასთან, მისი თქმით, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევებს ადგილი ჰქონდა ორივე მხრიდან.

„მხოლოდ ის ვიცი, რომ ზელენსკი და პუტინი უნდა შეხვდნენ ერთმანეთს და დაასრულონ ეს უაზრო ომი. მხოლოდ ამ თვეში მათ ამ ომში 32 000 ადამიანი დაკარგეს, რაც აღმაშფოთებელია. ამიტომ, ისინი უნდა შეხვდნენ და ეს საქმე მოაგვარონ“, - აღნიშნა ტრამპმა.

განაგრძეთ კითხვა