"გიორგის არასოდეს, არცერთი პრეზიდენტისთვის არ მიუმართავს შეწყალების თხოვნით... “ - რას ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი სიძეზე
ერთი წლის წინ, სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე, ციხიდან გათავისუფლებულ პატიმრებს შორის ნანუკა ჟორჟოლიანის სიძე გიორგი მჭედლიშვილი აღმოჩნდა.
მჭედლიშვილის გათავისუფლების პარალელურად კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ მჭედლიშვილმა შეწყალების თხოვნით პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს მიმართა.
აღნიშნულ ინფორმაციას ინფორმაციას უარყოფს ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი და ამ თემაზე პირველად პოდკასტში, "სიტყვის ფასი "საუბრობს. ნანუკას თქმით. მის სიძეს შეწყალება პრეზიდენტისთვის არ უთხოვია და გიორგი მჭედლიშვილი, რომელსაც ხუთწლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, ციხიდან ამნისტიის საფუძველზე გათავისუფლდა.ცნობისთვის გიორგი მჭედლიშვილი პოლიტიკოს ეკა ხერხეულიძის ვაჟია.
გთავაზობთ პოდკასტიდან იმ ნაწილს, სადაც ნანუკა ჟორჟოლიანი თავისი სიძის გათავისუფლების თემაზე საუბრობს:
- გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს თქვენმა სიძემ, მიხეილ ყაველაშვილს შეწყალების თხოვნით მიმართა და სწორედ ამის შემდეგ დატოვა ციხე. რა შეგიძლიათ გვითხრათ ამასთან დაკავშირებით?
- მადლობა, რომ ეს შეკითხვა დამისვით. გიორგის არასოდეს, არცერთი პრეზიდენტისთვის არ მიუმართავს შეწყალების თხოვნით. წარმოიდგინეთ, ასეთ მიმართვას რომ ეარსება, რომ ჩემი სიძე მიმართავს პრეზიდენტ ყაველაშვილს შეწყალების მოთხოვნით, ეს აუცილებლად გაძვრებოდა სადღაც. შემთხვევით მოიპოვებდა ტელეკომპანია "იმედი" ან "პოსტვ", "რუსთავი 2“, ექსკლუზიურად. ასეთი რამ არ მომხდარა და ეს ინფორმაცია ტყუილია.
- აბა საიდან გავრცელდა ეს ინფორმაცია?
- პროპაგანდა, უბრალოდ ნახეთ, როგორ არის, გიორგის არ სურს მასზე საუბარი. სწორედ ამიტომ შევიკავე თავი მაშინაც, თუმცა ახლა საშუალება მომეცა, სიმართლე მეთქვა. გიორგის არ სურს მისი სახელი პოლიტიკასთან ასოცირდებოდეს. როდესაც ეს ჭორები გავრცელდა, მითხრა, გთხოვ, ახლა ვიდეო არ ჩაწერო და განცხადება არ გააკეთოო, რადგან არ სურდა, ამის შემდეგ მისი ფოტოები კიდევ გამოეყენებინათ.
გიორგის ხუთწლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი და სამწელიწადნახევარი გაატარა ციხეში. მას არავინ დაუჭრია და არავისთან უჩხუბია. საქმე იარაღის უკანონო შენახვა-ტარებას ეხებოდა. იარაღი უშუალოდ მას არ უპოვეს - ცალკე აღმოაჩინეს იარაღი და უთხრეს, რომ ის მისი იყო. იარაღის ჩადებას არ ჰქონია ადგილი. ეს არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე დანაშაული.