"შევხვდებით ერთმანეთს სტრასბურგში... უაპელაციოდ თქვეს, რომ ეს ცილისწამება იყო" - თეა წულუკიანმა ნანუკა ჟორჟოლიანს დავა უზენაეს სასამართლოშიც მოუგო - კვირის პალიტრა

"შევხვდებით ერთმანეთს სტრასბურგში... უაპელაციოდ თქვეს, რომ ეს ცილისწამება იყო" - თეა წულუკიანმა ნანუკა ჟორჟოლიანს დავა უზენაეს სასამართლოშიც მოუგო

თეა წუ­ლუ­კი­ან­მა ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ანს დავა უზე­ნა­ეს სა­სა­მარ­თლო­შიც მო­უ­გო. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია თა­ვად ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ან­მა გა­ავ­რცე­ლა. ჟურ­ნა­ლის­ტის თქმით, და­ვას სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლო­ში გა­აგ­რძე­ლებს.

"ჩემი და თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის"ბიFი" სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე დას­რუ­ლე­ბუ­ლად გა­მო­მი­ცხა­დე­ბია. გან­ჩი­ნე­ბა ჩამ­ბარ­და რაც ნიშ­ნავს იმას, რომ ჩვენ შევ­ხვდე­ბით ერ­თმა­ნეთს სტრას­ბურ­გში. 8 მო­სა­მარ­თლემ იმუ­შა­ვა ამ საქ­მე­ზე.

ჰოი, სა­ოც­რე­ბავ ეს რა სას­წა­უ­ლი მოხ­და, ყვე­ლა ინ­სტან­ცი­ამ ყვე­ლა მო­თხოვ­ნა უპი­რო­ბოდ და­უკ­მა­ყო­ფი­ლა.სა­სა­მარ­თლო გვე­უბ­ნე­ბა, რომ ჩემი სტა­ტუ­სი იყო ცი­ლის­წა­მე­ბა. სტა­ტუ­სი გაწ­ვდი­დათ ინ­ფორ­მა­ცი­ას იმის თა­ო­ბა­ზე, რომ თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის მა­მამ 20 ადა­მი­ანს სიკ­ვდი­ლი მი­უ­სა­ჯა. ეს იმ პი­რო­ბებ­შიც კი, რომ სა­არ­ქი­ვო მა­სა­ლა­შიც დე­ტა­ლუ­რად არის აღ­წე­რი­ლი ავ­თან­დილ წუ­ლუ­კი­ა­ნის, რო­გორც მო­სა­მარ­თლის საქ­მი­ა­ნო­ბა, რა თქმა უნდა, ამ არ­ქივს ვინ მიგ­ვა­კა­რა და უა­პე­ლა­ცი­ოდ თქვეს, რომ ეს ცი­ლის­წა­მე­ბა იყო. თეა წუ­ლუ­კი­ანს სურ­და გა­ე­კე­თე­ბი­ნა უარ­ყო­ფა შემ­დე­გი აბ­ზა­ცის სა­დაც ვამ­ბობ, რომ ეს იყო გარ­და­მა­ვა­ლი პე­რი­ო­დი და წუ­ლუ­კი­ანს შე­ეძ­ლო სხვა უმაღ­ლე­სი სას­ჯე­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა.

ავ­თან­დილ წუ­ლუ­კი­ა­ნი1991 - 1997 წლებ­ში იყო მო­სა­მარ­თლე. 1994 წელს გა­მო­ცხად­და მო­რო­ტო­რი­უ­მი. ამით მო­სა­მარ­თლე­ებს შე­ეძ­ლოთ სიკ­ვდი­ლის გა­ნა­ჩე­ნი არ გა­მო­ე­ტა­ნათ და ეხელ­მძღვა­ნე­ლათ სხვა სას­ჯე­ლით.

განაგრძეთ კითხვა