"რატომ არ მიეცათ “ტვ პირველისა" და “ფორმულას" ჟურნალისტებს სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე დასასწრებად აკრედიტაცია" - რას წერს ანდრია ჯაღ­მა­ი­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში? - კვირის პალიტრა

"რატომ არ მიეცათ “ტვ პირველისა" და “ფორმულას" ჟურნალისტებს სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე დასასწრებად აკრედიტაცია" - რას წერს ანდრია ჯაღ­მა­ი­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში?

სა­პატ­რი­არ­ქოს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი, დე­კა­ნო­ზი ან­დრია ჯაღ­მა­ი­ძე გან­მარ­ტავს, რა­ტომ არ მი­ე­ცათ აკ­რე­დი­ტა­ცია ტე­ლე­კომ­პა­ნი­ე­ბის - “ტვ პირ­ვე­ლი­სა" და “ფორ­მუ­ლას" ჟურ­ნა­ლის­ტებს.

“14 ოქ­ტომ­ბერს, სვე­ტი­ცხოვ­ლო­ბის დღე­სას­წა­ულ­ზე და­სას­წრე­ბად, თან­ხმო­ბა, აკ­რე­დი­ტა­ცია არ მი­ე­ცათ ტე­ლე­კომ­პა­ნი­ე­ბის - “ტვ პირ­ვე­ლი­სა" და “ფორ­მუ­ლას" ჟურ­ნა­ლის­ტებს.

აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია იმით, რომ ამ ტე­ლე­კომ­პა­ნი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, მი­უ­ხე­და­ვად მრა­ვალ­გზის გაფრ­თხი­ლე­ბი­სა, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­ერთ დიდ სა­ეკ­ლე­სიო დღე­სას­წა­ულ­ზე სის­ტე­მა­ტუ­რად არ­ღვევ­დნენ ტაძ­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მოქ­მედ ში­ნა­გა­ნა­წესს, თვით­ნე­ბუ­რად ტო­ვებ­დნენ მე­დი­ის­თვის სპე­ცი­ა­ლუ­რად გა­მო­ყო­ფილ სივ­რცეს და ქმნიდ­ნენ ღვთის­მსა­ხუ­რე­ბის­თვის შე­უ­ფე­რე­ბელ ვი­თა­რე­ბას.

სამ­წუ­ხა­როდ, მრა­ვალ­ჯერ გავმხდარ­ვართ იმის მოწ­მე­ნი, თუ რო­გორ ცდი­ლო­ბენ ამ ტე­ლე­კომ­პა­ნი­ე­ბის ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბა დღე­სას­წა­უ­ლის არ­სი­დან ხე­ლოვ­ნუ­რად შექ­მნილ და­პი­რის­პი­რე­ბა­ზე გა­და­ი­ტა­ნონ. შე­დე­გად, იჩ­რდი­ლე­ბა დღე­სას­წა­უ­ლის სუ­ლი­ე­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა და ფერ­მკრთალ­დე­ბა ის სა­ზე­ი­მო გან­წყო­ბა, რომ­ლის გა­სა­ზი­ა­რებ­ლა­დაც ათა­სო­ბით მორ­წმუ­ნე იკ­რი­ბე­ბა.

სა­ზო­გა­დო­ე­ბას შე­ვახ­სე­ნებთ 2025 წლის 14 ოქ­ტომ­ბერს, სვე­ტი­ცხოვ­ლო­ბის დღე­სას­წა­ულ­ზე მომ­ხდარ ერთ-ერთ შემ­თხვე­ვას. თან­დარ­თუ­ლი ვი­დე­ო­კად­რე­ბი გა­და­ღე­ბუ­ლია თა­ვად “ტვ პირ­ვე­ლის" მიერ და ნათ­ლად ასა­ხავს იმ გა­რე­მო­ე­ბებს, რომ­ლე­ბიც ასე­ვე გახ­და აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი.

კი­დევ ერთხელ ხაზ­გას­მით აღ­ვნიშ­ნავ, რომ შე­ზღუდ­ვის მი­ზა­ნი არ არის მე­დი­ის საქ­მი­ა­ნო­ბის ხელ­შეშ­ლა, არა­მედ სა­ეკ­ლე­სიო დღე­სას­წა­უ­ლის მშვიდ გა­რე­მო­ში ჩა­ტა­რე­ბა, ლი­ტურ­გი­კუ­ლი წეს­რი­გი­სა და მომ­ლოც­ველ­თა ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვა”, - წერს ან­დრია ჯაღ­მა­ი­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.