"ტრამპის სავარაუდო პოლიტიკური გაკოჭვა, ანერვიულებს ყველა ავტორიტარს, მათ შორის, რუსეთს... ამიტომ, ისინი ჩქარობენ, წინ წაიწიონ გავლენის სფეროების კონტროლის კუთხით, მათ შორის საქართველოში" - რას წერს ხუხაშვილი? - კვირის პალიტრა

"ტრამპის სავარაუდო პოლიტიკური გაკოჭვა, ანერვიულებს ყველა ავტორიტარს, მათ შორის, რუსეთს... ამიტომ, ისინი ჩქარობენ, წინ წაიწიონ გავლენის სფეროების კონტროლის კუთხით, მათ შორის საქართველოში" - რას წერს ხუხაშვილი?

პო­ლი­ტო­ლო­გი გია ხუ­ხაშ­ვი­ლი მიმ­დი­ნა­რე გლო­ბა­ლუ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბის თა­ო­ბა­ზე პოსტს აქ­ვეყ­ნებს. მისი შე­ფა­სე­ბით, პო­ლი­ტი­კუ­რი მოვ­ლე­ნე­ბის მთა­ვა­რი გან­მსა­ზღვრე­ლი ახლა აშშ-ში და­გეგ­მი­ლი არ­ჩევ­ნე­ბია.

"ყვე­ლა­ფე­რი, რაც დღეს ხდე­ბა მსოფ­ლი­ო­ში და მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლო­ში, პირ­და­პირ თუ ირი­ბად, უკავ­შირ­დე­ბა აშშ-ში 3 ნო­ემ­ბრის არ­ჩევ­ნებს. ტრამ­პის სა­ვა­რა­უ­დო პო­ლი­ტი­კუ­რი გა­კოჭ­ვა, ბუ­ნებ­რი­ვია, ანერ­ვი­უ­ლებს ყვე­ლა ავ­ტო­რი­ტარს, მათ შო­რის, პირ­ველ რიგ­ში რუ­სეთს და მის სა­ტე­ლი­ტებს. ამი­ტომ, ისი­ნი ჩქა­რო­ბენ, რათა 3 ნო­ემ­ბრამ­დე მაქ­სი­მა­ლუ­რად წინ წა­ი­წი­ონ გავ­ლე­ნის სფე­რო­ე­ბის კონ­ტრო­ლის კუ­თხით, მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლო­ში.

გან­ცხა­დე­ბე­ბი აფხა­ზეთ­თან და ე.წ. სამ­ხრეთ ოსეთ­თან “სამ­შვი­დო­ბო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ზე”, სა­ზღვრე­ბის დე­მარ­კა­ცია-დე­ლი­მი­ტა­ცი­ა­ზე, რუ­სე­თის ბა­ზარ­ზე მო­მუ­შა­ვე კომ­პა­ნი­ე­ბის პრე­სინ­გი, ამ კონ­ტექ­სტში უნდა იყოს მო­აზ­რე­ბუ­ლი. ამა­ვე კონ­ტექ­სტში უნდა გან­ვი­ხი­ლოთ პარ­ტი­ე­ბის გა­უქ­მე­ბის პრო­ცე­სის ფორ­სი­რე­ბა. უნდა გვეს­მო­დეს, რომ ეს უბ­რა­ლოდ პარ­ტი­ე­ბის გა­უქ­მე­ბა კი არა, მთე­ლი პრო-და­სავ­ლუ­რი ფლან­გის ამო­შან­თვის მცდე­ლო­ბაა ლე­გა­ლუ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი სივ­რცი­დან.

რუ­სეთს ეს­მის, რომ არ­ჩევ­ნე­ბის წა­გე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ტრამპს აღარ ექ­ნე­ბა იმის ფუ­ფუ­ნე­ბა, რომ პუ­ტინს რე­ვე­რან­სე­ბი უკე­თოს, რად­გან ეს შე­საძ­ლოა იმ­პიჩ­მენ­ტის პრო­ცე­სის და­წყე­ბით დას­რულ­დეს. ამი­ტომ უნდა შე­ე­ცა­დოს, რომ სა­დაც ჯერ კი­დევ შე­უძ­ლია, რუ­სე­თის გავ­ლე­ნის სფე­რო­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ას შე­უქ­ცე­ვა­დი ხა­სი­ა­თი მის­ცეს. სამ­წუ­ხა­როდ, უნდა ვა­ღი­ა­როთ, რომ ეს ყვე­ლა­ზე კარ­გად სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­მოს­დის…" - წერს გია ხუ­ხაშ­ვი­ლი.