"ჰეი, ილონ მასკო, დიდო ადამიანო, ისევ პოლიტიკურ თამაშებს თამაშობ შენი პროდუქციით?" - რადოსლავ სიკორსკი უკრაინისთვის Starlink-ის შეზღუდვაზე - კვირის პალიტრა

"ჰეი, ილონ მასკო, დიდო ადამიანო, ისევ პოლიტიკურ თამაშებს თამაშობ შენი პროდუქციით?" - რადოსლავ სიკორსკი უკრაინისთვის Starlink-ის შეზღუდვაზე

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ SpaceX-ის აღმასრულებელ დირექტორს, ილონ მასკს, მიმართა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეებისთვის Starlink-ის ტერმინალების მუშაობაზე შეზღუდვები დაწესდა.

„ჰეი, ილონ მასკო, დიდო ადამიანო, ისევ პოლიტიკურ თამაშებს თამაშობ შენი პროდუქციით? შენი ევროპელი მომხმარებლები, თვალს გადევნებთ”, - დაწერა სიკორსკიმ სოციალურ ქსელში.

გასულ წელს რადოსლავ სიკორსკისა და ილონ მასკს შორის მომხდარი სიტყვიერი დაპირისპირებისას, რომელიც მას შემდეგ დაიწყო, რაც მასკი უკრაინაში Starlink-ის სატელიტური კავშირის გათიშვით დაიმუქრა, ბიზნესმენმა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს „პატარა ადამიანი“ უწოდა.

"ინტერპრესნიუსი"