რამდენ მილიარდ დოლარს შეადგენს საქართველოს საგარეო ვალი და ვისი რამდენი მართებს თბილისს?! - კვირის პალიტრა

რამდენ მილიარდ დოლარს შეადგენს საქართველოს საგარეო ვალი და ვისი რამდენი მართებს თბილისს?!

2026 წლის სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 8.926 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს. ეს კი 142 მლნ. დოლარით ნაკლებია წინა თვის მაჩვენებელთან შედარებით.

უფრო კონკრეტულად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2026 წლის აგვისტოს მდგომარეობით, სახელმწიფო ვალის მოცულობა 9.068 მლრდ. აშშ დოლარს შეადგენდა

ამასთან, ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, 2026 წლის სექტემბრის მდგომარეობით, უშუალოდ მთავრობის საგარეო ვალი 8.664 მლრდ დოლარი იყო, აქედან მრავალმხრივი კრედიტორების დავალიანება 6.653 მლრდ დოლარს აჭარბებს, ორმხრივი კრედიტორების კი 1.511 მლრდ დოლარს.

აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში, საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალდებულება 262.253 მლნ დოლარს შეადგენდა.

2026 წლის სექტემბრის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან: აზიის განვითარების ბანკი (ADB), მსოფლიო ბანკი, რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD) და ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB).

უფრო კონკრეტულად, მსხვილი კრედიტორები 2026 წლის სექტემბრის მდგომარეობით ასე გამოიყურება:

აზიის განვითარების ბანკი (ADB) – 2.445 მლრდ აშშ დოლარი;

მსოფლიო ბანკი, რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD) – 1.893 მლრდ დოლარი;

ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) – 1.166 მლრდ დოლარი;

მსოფლიო ბანკი, რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი - 868.164 მლნ დოლარი;

განაგრძე კითხვა