"დონალდ ტრამპი არის ამერიკის უკიდურესი სირცხვილი და ასეთ ამერიკასთან არანაირი შეხების სურვილიც კი აღარ მაქვს!.. მგონი უკვე პუტინზე არანაკლებ საძულველია…" - ნიკოლოზ რაჭველი
"კიევის კონცერტების ჩატარების შემდეგ, გადმოვინაცვლე ლვოვში, აქ შედარებით სიმშვიდეა, თუმცა წუხელ რუსულმა დრონმა მაინც მოახერხა შემოღწევა და საცხოვრებელ სახლში შევარდა, რამაც მსხვერპლი გამოიწვია, თუმცა აქ კიევთან შედარებით გაცილებით მშვიდი გარემოა…", - ამის შესახებ მუსიკოსი ნიკოლოზ რაჭველი სოციალურ ქსელში წერს.
"დაძინებამდე მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ დონალდ ტრამპი არის ამერიკის უკიდურესი სირცხვილი და ასეთ ამერიკასთან არანაირი შეხების სურვილიც კი აღარ მაქვს!.. მგონი უკვე პუტინზე არანაკლებ საძულველია…", - წერს რაჭველი.