"თურქეთის საზღვარზე დამაკავეს, როგორც მიხსნიან 2025 წლის ნოემბრიდან ბანი მადევს თურქეთში შესვლაზე.... ხვალ დილით მაბრუნებენ თბილისში" - რას წერს ზურა გირჩი ჯაფარიძე?!
"დღეს მივფრინავდი ბრიუსელში, Renew Europe-ის მიწვევით მონაწილეობა უნდა მიმეღო ლიდერების სამიტში", - ამის შესახებ ზურა გირჩი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.
"თურქეთში მიწევდა ავიაკომპანიის გამოცვლა. საზღვარზე დამაკავეს. როგორც მიხსნიან 2025 წლის ნოემბრიდან ბანი მადევს თურქეთში შესვლაზე. რაღაც ინფორმაცია აქვთ მიღებული ჩემზე საქართველოს ოფოციალური სტრუქტურებიდან. ხვალ დილით მაბრუნებენ თბილისში.სამწუხაროდ მნიშვნელოვანი შეხვედრების შესაძლებლობა დავკარგე. სხვა არაფერი სანერვიულო", - წერს ჯაფარიძე.