"ჯერ მამაჩემის მისამართით გაისროლა... თოფის წართმევა მოვახერხე. დანა ამოიღო..." - ზუგდიდში შეიარაღებული პირი მოგვარეების ოჯახს დაესხა თავს - კვირის პალიტრა

"ჯერ მამაჩემის მისამართით გაისროლა... თოფის წართმევა მოვახერხე. დანა ამოიღო..." - ზუგდიდში შეიარაღებული პირი მოგვარეების ოჯახს დაესხა თავს

"ოდი­ში ტვ"-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ზუგ­დი­დის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ალერ­ტკარ­ში შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი პირი მოგ­ვა­რე­ე­ბის ოჯახს თავს და­ეს­ხა და ქალი დაჭ­რა. გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, მსხვერ­პლი თა­ვად და­უ­კავ­შირ­და ჟურ­ნა­ლის­ტებს და მომ­ხდა­რის თა­ო­ბა­ზე უამ­ბო.

"რამ­დე­ნი­მე ჟურ­ნა­ლისტს, მათ შო­რის ჩვენს რე­დაქ­ტორს, ლაშა ბე­რუ­ლა­ვას, თა­ვად დაჭ­რი­ლი ზამი რო­გა­ვა დაგ­ვი­კავ­შირ­და, რო­მელ­მაც თქვა, რომ სა­დი­ლო­ბის დროს მას და მა­მა­მისს თავს და­ეს­ხა თო­ფით შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი, ძებ­ნი­ლი "შერ­მა", იგი­ვე ვალ­ტერ რო­გა­ვა და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან გა­ის­რო­ლა", - წერს მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბა.

"ჯერ მა­მა­ჩე­მის მი­სა­მარ­თით გა­ის­რო­ლა, როცა მე ვეცი, თო­ფის წარ­თმე­ვა მო­ვა­ხერ­ხე და გა­და­ვუგ­დე, დანა ამო­ი­ღო და და­მარ­ტყა, მერე კი გა­იქ­ცა. ახლა დაჭ­რი­ლი ვარ, სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის მან­ქა­ნი­დან გი­რე­კავთ, აი, ეს მოს­დევს იმას, რომ ძებ­ნი­ლი ამ­დენ ხანს არ და­ა­კა­ვეს, არა­და, ყვე­ლამ იცო­და მისი ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი", - გა­ნა­ცხა­და ზამი რო­გა­ვამ "ოდი­ში ტვ" - ის­თან.

წყარო