“ქოცების“ რეაქცია ისეთია, როგორიც ზოგადად რუსებს აქვთ ხოლმე: მათ შანსის მიცემის, კომპრომისის არ ესმით და სისუსტედ მიიჩნევენ“ - რას აცხადებს ნიკა გვარამია
„ქოცების“ რეაქცია ისეთია, როგორიც ზოგადად რუსებს აქვთ ხოლმე: მათ შანსის მიცემის, კომპრომისის არ ესმით და სისუსტედ მიიჩნევენ - საბოტაჟის საქმესაც განაახლებენ და პოლიტიკოსებსაც დაიჭერენ , - ამის შესახებ სოციალურ ქსელში “კოალიცია ცვლილებისთვის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია წერს.
გვარამიას თქმით, პარტიების გაუქმება დაჩქარებული ტემპებით მიჰყავთ ბოლომდე.
”ევროკავშირმა, ასეთ დღეში მყოფ ქვეყნებს და ავტორიტარულ რეჟიმებს არ ველაპარაკებითო და სატესტო ვადა მისცა „ქოცებს“ იანვრამდე: თუ გამოსწორდებით, კომუნიკაცია აღდგებაო.
ცალკე საკითხია, რომ ეს შეცდომად მიმაჩნია მე პირადად და ჩემს ევროპელ მეგობრებსაც ვუთხარი, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ როგორც ყველა წინა შემთხვევაში, ქოცების რეაქცია ისეთია, როგორიც ზოგადად რუსებს აქვთ ხოლმე: მათ არ ესმით შანსის მიცემის, კომპრომისის და მსგავსის და სისუსტედ მიიჩნევენ. ახლაც ასე მოხდა (და ყველა სხვა შემთხვევაშიც): მთავარი, რაც არ უნდა ექნათ - პარტიების გაუქმება - დაჩქარებული ტემპებით მიჰყავთ ბოლომდე.