“უმძიმესი განსაცდელების ჟამსაც კი მართლმადიდებლური რწმენის აღმსარებლობამ განამტკიცა და შეინარჩუნა ქართველი ერის სულიერი ცხოვრება“ - მსოფლიო პატრიარქი - კვირის პალიტრა

“უმძიმესი განსაცდელების ჟამსაც კი მართლმადიდებლური რწმენის აღმსარებლობამ განამტკიცა და შეინარჩუნა ქართველი ერის სულიერი ცხოვრება“ - მსოფლიო პატრიარქი

ფანარის მართლმადიდებლობის პატივსაცემი ცენტრიდან, ძმური სიყვარულით მოგესალმებით საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებით - სულით ვუერთდებით ყველას, ვინც სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში იკრიბება და პატივს მიაგებს უფლის წმინდა კვართსა და ცხოველმყოფელ სვეტს, - ამის შესახებ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო სარწმუნოებად გამოცხადების 1700 წელთან დაკავშირებით, მსოფლიო პატრიარქის ბართლომეოს პირველის წერილშია აღნიშნული, რომელიც სვეტიცხოვლის ტაძარში პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ წაიკითხა.

მსოფლიო პატრიარქის წერილში აღნიშნულია, რომ „მცხეთის წმინდა ტაძრები ნათლად მოწმობს ქრისტიანულ ღვთისმსახურებასა და ქართველი ერის ისტორიას შორის არსებულ ურღვევ კავშირს“.

„მის უწმინდესობა და უნეტარესობას, შიო მესამეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, ქრისტეს მიერ ჩვენს საყვარელ ძმასა და თანამწირველს, მადლი და მშვიდობა იყოს თქვენზე ღვთისაგან.

ფანარის მართლმადიდებლობის პატივსაცემი ცენტრიდან, ძმური სიყვარულით მოგესალმებით თქვენს უნეტარესობას და უწმინდესობას და საქართველოს წმინდა ეკლესიის სისავსეს, საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებით. სულით ვუერთდებით ყველას, ვინც სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში იკრიბება და პატივს მიაგებს უფლის წმინდა კვართსა და ცხოველმყოფელ სვეტს, რათა მადლობა შევწიროთ უფალს ღმრთისმოყვარე ქართველი ხალხის ისტორიაში ამ უმნიშვნელოვანესი მოვლენის გამო.

დღევანდელი დღესასწაულის სათავეებთან დგას წმინდა ნინო, საქართველოს განმანათლებელი, მოციქულთა სწორი. კაბადოკიიდან მოსულმა წმინდა ქალწულმა ნინომ ქრისტეს მოძღვრება იქადაგა უძველეს იბერიაში, ხოლო მისი მოღვაწეობა საფუძველი გახდა მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას მოქცევისა. ვაზის ჯვარი, რომელიც ასოცირდება მის მოღვაწეობასთან, დღემდე რჩება როგორც სათაყვანებელი ნიში, ჯვარცმული და მკვდრედითაღდგომილი უფლის ყოვლადძლიერებისა. მისი მაგალითი ყოველ თაობას ასწავლის, რომ წმინდა სახარება იქადაგება იმ ადამიანთა ცხოვრებით, რომლებიც ღმერთს ლოცვასა და სიყვარულით აღსავსე მსახურებას უძღვნიან. საუკუნეთა განმავლობაში საქართველოს ეკლესია ამ სამოციქულო მემკვიდრეობას განამტკიცებდა თავისი ერთგულ მორწმუნეთა ურყევი თავდადებით, მოწამეთა სიწმდითა და მონაზონთა ასკეტური ღვაწლით. უმძიმესი განსაცდელების ჟამსაც კი მართლმადიდებლური რწმენის აღმსარებლობამ განამტკიცა და შეინარჩუნა ქართველი ერის სულიერი ცხოვრება. მცხეთის წმინდა ტაძრები ნათლად მოწმობს ქრისტიანულ ღვთისმსახურებასა და ქართველი ერის ისტორიას შორის არსებულ ურღვევ კავშირს.

განაგრძეთ კითხვა