"ახლა პუტინი იცინის - დიზელზე შეთანხმება მისთვის მარტივი გამარჯვებაა" - როგორ აფასებს ზელენსკი ტრამპის გადაყვეტილებას? - კვირის პალიტრა

"ახლა პუტინი იცინის - დიზელზე შეთანხმება მისთვის მარტივი გამარჯვებაა" - როგორ აფასებს ზელენსკი ტრამპის გადაყვეტილებას?

ტრამპმა უნდა გაიგოს, რომ რუსეთს უნდა, რომ ის სუსტი იყოს, ახლა პუტინი იცინის - დიზელზე შეთანხმება მისთვის მარტივი გამარჯვებაა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიტანელ ჟურნალისტ, პირს მორგანთან ინტერვიუში განაცხადა.

“ყოველთვის მადლობელი ვიყავით მისი [ტრამპის] მხარდაჭერისთვის, ამერიკელი ხალხის მხარდაჭერისთვის. და მან [ტრამპმა] უნდა გაიგოს, რომ რუსეთს უნდა, რომ ის სუსტი იყოს.

ეს ქმედება [უკრაინის ენერგეტიკის დაბომბვა], ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტაზე მისი სიტყვების შემდეგ, ეს ქმედება პირადად მის წინააღმდეგაა…

მათ [რუსებს] არ ადარდებთ ამერიკა რას ფიქრობს. მათ არ ადარდებთ არჩევნები აშშ-ში. მათ ნამდვილად აღელვებთ რა იქნება უკრაინის მხრივ, ვინაიდან, კიდევ ერთხელ, ეს მათი მიზანია. მათ ეზიზღებათ ამერიკელები,” - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსული დიზელის საწვავის ამერიკულ და მსოფლიო ბაზრებზე გატანაზე რუსეთისა და აშშ-ის შეთანხმება ტაქტიკური გამარჯვება გახდა პუტინისთვის.

“ახლა პუტინი იცინის. ვინაიდან მისთვის ეს მარტივი გამარჯვებაა - ეს დიზელზე შეთანხმება. იგივე Starlink-ის დაბლოკვაზე. ეს მარტივი გამარჯვებაა, ტაქტიკური. Starlink-ს მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად იყენებენ, მაგრამ ასევე სამხედროები - ბრძოლის ველზე. რატომ იცინის პუტინი? ვინაიდან ეს მარტივი გამარჯვებაა მისთვის - ის ბრძოლის ველზე აგებს. ამდენი ადამიანი დაკარგა 2026 წელს - უზარმაზარი რაოდენობა, ყველაზე დიდი ამ ომის განმავლობაში,” - განაცხადა ზელენსკიმ.

"ინტერპრესნიუსი"