“აშშ „ჩრდილოვანი ფლოტის“ გემებზე სანქციების შემსუბუქებას განიხილავს“ - რა ინფორმაციას ავრცელებს Reuters-ი - კვირის პალიტრა

“აშშ „ჩრდილოვანი ფლოტის“ გემებზე სანქციების შემსუბუქებას განიხილავს“ - რა ინფორმაციას ავრცელებს Reuters-ი

აშშ-ის ადმინისტრაცია განიხილავს სანქციების შემსუბუქების შესაძლებლობას ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის იმ გემებისთვის, რომლებსაც რუსეთიდან, ირანიდან, ვენესუელიდან და სხვა ქვეყნებიდან ნავთობი და ნავთობპროდუქტები გადააქვთ, რათა, ამ გზით, გლობალური სატვირთო გადაზიდვების ტარიფების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი შემცირდეს, - ინფორმაციას Reuters-ი ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, აშშ-ის ოფიციალური პირის განცხადებით, მოლაპარაკებები ეხება შესაძლებლობას, რომ შეერთებულმა შტატებმა ადრე სანქცირებულ გემებს „ლეგალური ნავთობის“ გადაზიდვის ნება დართოს.

ეს გულისხმობს ნავთობს ან ნავთობპროდუქტებს, რომლებზეც ვაშინგტონის მიერ დაწესებული სანქციები არ ვრცელდება, და არა რუსულ და ირანულ ნავთობს, რომელთა წინააღმდეგაც შემზღუდავი ზომებია დაწესებული.

ოფიციალური პირის განმარტებით, ამ ნაბიჯის მიზანია სპარსეთის ყურიდან მეტი ნავთობპროდუქტისა და ნედლი ნავთობის გატანის უზრუნველყოფა.

განაგრძეთ კითხვა