საქართველოში გარდაცვლილი 26 წლის ტაილანდელი ბლოგერის საქმეზე ახალი დეტალებია ცნობილი - კვირის პალიტრა

საქართველოში გარდაცვლილი 26 წლის ტაილანდელი ბლოგერის საქმეზე ახალი დეტალებია ცნობილი

სა­ქარ­თვე­ლო­ში გარ­დაც­ვლი­ლი 26 წლის ტა­ი­ლან­დე­ლი ბლო­გე­რის საქ­მე­ზე ახა­ლი დე­ტა­ლე­ბი გახ­და ცნო­ბი­ლი

სა­ქარ­თვე­ლო­ში გარ­დაც­ვლი­ლი ტა­ი­ლან­დე­ლი მოგ­ზა­უ­რი ბლო­გე­რის, ჰლუნ სო­ლოს, საქ­მე­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ახა­ლი ექ­სპერ­ტი­ზი­სა და ტოქ­სი­კო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვის შე­დე­გე­ბით, მის სხე­ულ­ზე ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის კვა­ლი არ აღ­მოჩ­ნდა. სის­ხლის ანა­ლიზ­მა ეთი­ლის სპირ­ტის არ­სე­ბო­ბა გა­მო­ავ­ლი­ნა, თუმ­ცა გარ­დაც­ვა­ლე­ბის ზუს­ტი მი­ზე­ზი ამ დრომ­დე და­უდ­გე­ნე­ლია.

26 წლის ბლო­გე­რი, რომ­ლის ნამ­დვი­ლი სა­ხე­ლია ბო­ვო­რა­ტატ პენგსუ­კი, სა­ქარ­თვე­ლო­ში, სას­ტუმ­როს ნო­მერ­ში, ივ­ლი­სის და­სა­წყის­ში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს.

გარ­დაც­ვლი­ლის ძმამ 12 ოქ­ტომ­ბერს გან­ცხა­დე­ბა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­ავ­რცე­ლა. მისი თქმით, და­მა­ტე­ბი­თი ცნო­ბე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან, ან­კა­რა­ში ტა­ი­ლან­დის სა­ელ­ჩოს მეშ­ვე­ო­ბით მი­ი­ღო.გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზამ ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის ნიშ­ნე­ბი ვერ გა­მო­ავ­ლი­ნა. სის­ხლის ანა­ლიზ­ში ეთი­ლის სპირ­ტის კონ­ცენ­ტრა­ცია 0,33% იყო. მე­თი­ლის სპირ­ტი, იზოპ­რო­პი­ლის სპირ­ტი და აცე­ტო­ნი კი არ აღ­მო­ჩე­ნი­ლა.

განაგრძეთ კითხვა