“პროკურატურა ვალდებულია, დაუძახოს ოქიტაშვილს და ჰკითხოს, რა არგუმენტები გააჩნია... ქალბატონ რუხაძესაც ჰკითხავს ამ ყველაფერს, მდინარაძესაც, ყველას“ - თენგიზ შარმანაშვილი
საქართველოს პროკურატურა ვალდებულია, დაუძახოს ოქიტაშვილს და ჰკითხოს, რა არგუმენტები გააჩნია - თუ ეს არგუმენტები წონადი იქნება, პროკურატურა ქალბატონ რუხაძესაც ჰკითხავს ამ ყველაფერს, ასევე, მდინარაძესაც, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა, რითაც „კულტურის პალატის“ ხელმძღვანელის დავით ოქიტაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, პროკურატურა, კანონმდებლობის მიხედვით, ვალდებულია აღნიშნული საკითხი შეამოწმოს.
„ჩემი კითხვები ამ შემთხვევაში ძალიან უწყინარი იქნება. მთავარია ახლა, რა კითხვები ექნება საქართველოს პროკურატურას, იმიტომ რომ ამ განცხადების შემდეგ, საქართველოს პროკურატურა ვალდებულია შეამოწმოს - დაუძახოს ოქიტაშვილსაც, ჰკითხოს, რა არგუმენტები გააჩნია მას. თუ ეს არგუმენტები წონადი იქნება და კითხვები იქნება, საქართველოს პროკურატურა ქალბატონ რუხაძესაც ჰკითხავს ამ ყველაფერს. ჰკითხავს მდინარაძესაც, შარმანაშვილსაც, პეტრიაშვილსაც, ყველას, თუ რამე საფუძველი იქნება და ასეც უნდა მოიქცეს. ასე რომ, დაველოდოთ სამართლებრივ პროცედურას“, - განაცხადა შარმანაშვილმა.