მოქალაქემ ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდა - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს - კვირის პალიტრა

მოქალაქემ ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდა - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მიც­ვა­ლე­ბუ­ლი­სად­მი უპა­ტივ­ცე­მუ­ლო­ბის და საფ­ლავ­ზე არ­სე­ბუ­ლი ნივ­თის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო და­უფ­ლე­ბის ბრალ­დე­ბით ერთი პირი და­ა­კა­ვეს. მა­თი­ვე ცნო­ბით, ბრალ­დე­ბულ­მა საფ­ლა­ვე­ბის ღო­ბე­ე­ბი­დან ლი­თო­ნის დე­ტა­ლე­ბი მო­ი­პა­რა.

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს იმე­რე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ზეს­ტა­ფო­ნის რა­ი­ო­ნუ­ლი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, მიც­ვა­ლე­ბუ­ლი­სად­მი უპა­ტივ­ცე­მუ­ლო­ბის და საფ­ლავ­ზე არ­სე­ბუ­ლი ნივ­თის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო და­უფ­ლე­ბის ბრალ­დე­ბით, ერთი პირი და­ა­კა­ვეს.გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა ზეს­ტა­ფო­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში 12 საფ­ლა­ვი გა­ქურ­და. კერ­ძოდ, საფ­ლა­ვე­ბის ღო­ბე­ე­ბი­დან ლი­თო­ნის დე­ტა­ლე­ბი მო­ი­პა­რა, რომ­ლე­ბიც მოგ­ვი­ა­ნე­ბით ქა­ლაქ ზეს­ტა­ფონ­ში მდე­ბა­რე ლი­თო­ნის მიმ­ღებ პუნ­ქტში ჩა­ა­ბა­რა.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად და­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დე­ნი პირი ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ხით და­ა­კა­ვეს, ხოლო მო­პა­რუ­ლი ლი­თო­ნის ნა­კე­თო­ბე­ბი ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღეს. გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 258-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც 2 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს“,- ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

წყარო