“მომ­დევ­ნო ექ­ვსი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში თან­და­თან ვი­ხი­ლავთ ამ რუ­სუ­ლი პო­ლი­ტი­კის გა­ცი­ლე­ბით უფრო ხისტ ფორ­მას სა­ქარ­თვე­ლოს­თან მი­მარ­თე­ბა­ში“ - ლაშა ძებისაშვილის ანალიზი - კვირის პალიტრა

“მომ­დევ­ნო ექ­ვსი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში თან­და­თან ვი­ხი­ლავთ ამ რუ­სუ­ლი პო­ლი­ტი­კის გა­ცი­ლე­ბით უფრო ხისტ ფორ­მას სა­ქარ­თვე­ლოს­თან მი­მარ­თე­ბა­ში“ - ლაშა ძებისაშვილის ანალიზი

ანა­ლი­ტი­კო­სი ლაშა ძე­ბი­საშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, თუ ზე­წო­ლის რა ბერ­კე­ტე­ბი შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ი­ყე­ნოს რუ­სეთ­მა სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და ოპო­ზი­ცი­ურ სპექტრს რე­ა­გი­რე­ბის­კენ მო­უ­წო­დებს.

"ცოტა ხან­ში, კი­დევ უფრო და­ი­ძა­ბე­ბა ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი რუ­სეთ­თან და აფხა­ზებ­თან, რუ­სე­ბის ერ­თობ­ლივ სამ­ხედ­რო წვრთნებს, წე­სით, სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო სრუ­ლი სამ­ხედ­რო მზად­ყოფ­ნით უნდა ხვდე­ბო­დეს. ამას გარ­და, ძა­ლი­ან მომ­რავ­ლდა ე.წ. ჩე­ჩე­ნი ტუ­რის­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ხევ­სუ­რეთ­სა და თუ­შეთ­ში და სოცქსე­ლებ­ში ინ­ტენ­სი­უ­რად მი­დის ამ ტე­რი­ტო­რი­ე­ბის ჩეჩ­ნეთ­თან კუთ­ვნი­ლე­ბის პრო­პა­გან­და. ასე­ვე, მი­დის ისევ თურ­ქი მეს­ხე­ბის თე­მის წა­მო­წე­ვა მე­დია სივ­რცე­ში და სოცქსე­ლებ­ში.

მოკ­ლედ, რუ­სუ­ლი ზე­წო­ლის, ანუ იგი­ვე "ოც­ნე­ბას­თან“ ეს­კა­ლა­ცი­ის მო­ნა­ხა­ზი მეტ-ნაკ­ლე­ბი სი­ზუს­ტით იკ­ვე­თე­ბა. ესაა ჯერ ეკო­ნო­მი­კუ­რი ზე­წო­ლა, პრო­დუქ­ცი­ა­ზე ემ­ბარ­გო. შემ­დეგ შე­საძ­ლოა კი­დევ უფრო დიდი ენერ­გე­ტი­კუ­ლი დარ­ტყმა - რუ­სუ­ლი გა­ზი­სა და დე­ნის შე­მო­ტა­ნის შე­ჩე­რე­ბით და ბლე­ქა­უ­ტე­ბით, მით უფრო - ზამ­თარ­ში.

შემ­დე­გი ეტა­პი იქ­ნე­ბა აფხა­ზე­თი­სა და ჩეჩ­ნე­თის მხრი­დან ჰიბ­რი­დუ­ლი სამ­ხედ­რო მოქ­მე­დე­ბა... შე­საძ­ლო მწვა­ნე კა­ცუ­ნე­ბის გა­მო­ჩე­ნით ხევ­სუ­რეთ­ში, პან­კის­ში ვი­თა­რე­ბის და­ძაბ­ვით (იქ კა­დი­რო­ვის მომ­ხრე­ე­ბი/აგენ­ტე­ბიც მომ­რავ­ლდნენ) და სა­მეგ­რე­ლო­ში, ისე­ვე რო­გორც ენ­გურ­ჰე­სის და­კა­ვე­ბის სა­ხით.რუ­სე­ბის პი­რო­ბა ერთი და ნა­თე­ლია - აფ­სუ­ე­ბის და ცხინ­ვა­ლის აღი­ა­რე­ბა ძა­ლის არ­გა­მო­ყე­ნე­ბის შე­თან­ხმე­ბის ხელ­მო­წე­რით და სა­ო­კუ­პა­ციო ხა­ზის სა­ზღვრად ქცე­ვა დე­ლი­მი­ტა­ცია-დე­მარ­კა­ცი­ის და­წყე­ბით. კი­თხვა მაქვს ამის­თვის რო­გორ ვემ­ზა­დე­ბით და­ნარ­ჩე­ნი სა­ქარ­თვე­ლო. ხოლო ვი­საც აქვს პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის, ან მოძ­რა­ო­ბის პრე­ტენ­ზია, კონ­სულ­ტა­ცი­ებ­ზე მა­ინც იქ­ნებ იფიქ­როთ“.

ამ სა­კი­თხებ­ზე ანა­ლი­ტი­კო­სი AMBEBI.GE-ს ესა­უბ­რე­ბა:

- რის სა­ფუძ­ველ­ზე ამ­ბობთ, რომ ცოტა ხან­ში და­ი­ძა­ბე­ბა ურ­თი­ერ­თო­ბა რუ­სეთ­თან. რომ გაგ­ვარ­კვი­ოთ, რა ხდე­ბა და რა საფრ­თხე­ე­ბის წი­ნა­შე ვდგა­ვართ?

- უბ­რა­ლოდ, უნდა გვეს­მო­დეს, რომ რუ­სე­თი ახლა გა­და­სუ­ლია ფარ­თო­მას­შტა­ბი­ან გლო­ბა­ლურ შე­ტე­ვა­ზე რო­გორც პოსტსაბ­ჭო­თა სივ­რცე­ში, ასე­ვე გლო­ბა­ლუ­რი მას­შტა­ბით. გლო­ბა­ლუ­რი მას­შტა­ბით, რა თქმა უნდა, ეს არის მისი ძი­რი­თა­დი გავ­ლე­ნა ტრამპზე და ტრამ­პის მეშ­ვე­ო­ბით უკ­რა­ი­ნა­სა და და­სავ­ლეთ­ზე, იგუ­ლის­ხმე­ბა მი­აღ­წი­ოს თა­ვის მიზ­ნებს და ჩვენს შემ­თხვე­ვა­ში, რა თქმა უნდა გუ­ლის­ხმობს იმას, რომ ის აგ­რძე­ლებს ზე­წო­ლას "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზე, რათა აი­ძუ­ლოს ხელი მო­ა­წე­როს ძა­ლის არ­გა­მო­ყე­ნე­ბის შე­თან­ხმე­ბას ცხინ­ვალ­თან და სო­ხუმ­თან. ამას­თან ერ­თად, და­ი­წყოს მათ­თან სა­ზღვრე­ბის დე­ლი­მი­ტა­ცია და დე­მარ­კა­ცია. ეს არის მისი ოფი­ცი­ა­ლუ­რი პო­ზი­ცია, რაც არა­ერ­თხე­ლაა გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი, მათ შო­რის, ჟე­ნე­ვის ფორ­მა­ტის შეხ­ვედ­რებ­ში. რო­გორც ჩანს, ბოლო პე­რი­ოდ­ში გან­სა­კუთ­რე­ბით გახ­შირ­და არა მხო­ლოდ სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს, არა­მედ უკვე სხვა ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბის მხრი­და­ნაც პირ­და­პი­რი მო­წო­დე­ბე­ბი, რომ დროა ქარ­თულ­მა მხა­რემ რე­ა­ლო­ბას გა­უს­წო­როს თვა­ლი და და­ი­წყოს ამა­ზე მუ­შა­ო­ბა. ჩვენ არ ვი­ცით, კონ­კრე­ტუ­ლად რა იქ­ნე­ბა რუ­სე­თის შემ­დგო­მი ნა­ბი­ჯე­ბი, ანუ ეს­კა­ლა­ცი­ის რა ფორ­მატ­ში იქ­ნე­ბა ეს გა­მო­ხა­ტუ­ლი, მაგ­რამ თუნ­დაც ის, რომ რამ­დე­ნი­მე კომ­პა­ნი­ას აეკ­რძა­ლა თა­ვი­სი პრო­დუქ­ცი­ის შე­ტა­ნა რუ­სეთ­ში, ეს ცალ­სა­ხად პირ­ვე­ლი მერ­ცხა­ლია და მი­ნიშ­ნე­ბა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის­თვის“, რომ თუ ასე გა­ჯი­უტ­დე­ბით და არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნებთ ჩვენს მო­თხოვ­ნებს, კი­დევ უფრო გავზრდით თქვენ­თან და­პი­რის­პი­რე­ბის ხა­რისხს. ეს ბუ­ნებ­რი­ვია იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ 2012 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, ქარ­თუ­ლი ეკო­ნო­მი­კის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა რუ­სულ ბა­ზარ­ზე რამ­დენ­ჯერ­მეა გაზ­რდი­ლი სხვა­დას­ხვა სექ­ტორ­ში - რო­გორც ენერ­გე­ტი­კა­ში, ასე­ვე სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა­ში, სა­ფი­ნან­სო სექ­ტორ­ში, ტუ­რიზ­მში და ა.შ. გა­სა­გე­ბია, რომ რუ­სეთ­მა ეკო­ნო­მი­კა­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბის გა­ცი­ლე­ბით ძლი­ე­რი ბერ­კე­ტი შე­ი­ძი­ნა, ვიდ­რე ეს იყო 2012 წლამ­დე, ამი­ტომ არის, რომ თუ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ რე­ა­ლუ­რად არ დაჰ­ყვე­ბა რუ­სე­თის მო­თხოვ­ნებს, სა­წყის ეტაპ­ზე უნდა მო­ვე­ლო­დეთ ეკო­ნო­მი­კუ­რი ბერ­კე­ტის კი­დევ უფრო ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნად გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე.

განაგრძეთ კითხვა