"კვარაცხელიების ოჯახს მინდა მივმართოთ, გაიტანონ საჩივარი და..." - რა თქვა სასამართლოზე ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულა დავით კაკულიამ?! - კვირის პალიტრა

"კვარაცხელიების ოჯახს მინდა მივმართოთ, გაიტანონ საჩივარი და..." - რა თქვა სასამართლოზე ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულა დავით კაკულიამ?!

22 წლის ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული ძმები, დავით და გურამ კაკულიები კვარაცხელიას ოჯახს საჩივრის გატანისკენ მოიწოდებენ. შესაბამისი განცხადება ძმებმა სასამართლო პროცესზე გააკეთეს.

მათ მოსამართლე ლელა კალიჩენკომ მიმართა კითხვით, ცნობდნენ თუ არა თავს დამნაშავედ, რაზეც ძმებმა უარყოფითი პასუხი გასცეს.

დავით კაკულიას განცხადებით, პროკურატურამ მათ წინააღმდეგ ვერც ერთი მტკიცებულება ვერ მოიპოვა.

„თავს დამნაშავედ რა თქმა უნდა არ ვცნობ! ეს სხდომა საერთოდ არ უნდა ტარდებოდეს! პროკურატურას აქამდე უნდა შეეწყვიტა გამოძიება. ამდენი ხნის განმავლობაში ვერც ერთი მტკიცებულება ვერ მოიტანეს და ერთი ცრუ მოწმეც ვერ მოიყვანა. აქედან გამომდინარე კვარაცხელიების ოჯახს მინდა მივმართოთ, გაიტანონ საჩივარი და საქმის შეწყვეტა მოითხოვონ, ვინაიდან ამ საქმეში მოსყიდული ჟურნალისტების „ბალამუტის“ გარდა არაფერია“, - განაცხადა დავით კაკულიამ.

ცნობისთვის, ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების ფაქტზე გურამ კაკულიას, დავით კაკულიას და ბესარიონ ჟვანიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარუდგინეს, რაც 2021 წელს მოქმედი რედაქციით, სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა