“კარ­გად ვიცი, რას ნიშ­ნავს გაკ­ვე­თილ­ზე მში­ე­რი ჯდო­მა და მერე სახ­ლამ­დე მში­ე­რი სი­ა­რუ­ლი“ - მსახიობ თუთა ოქროპირიძის რთული წარსული და ახდენილი ოცნებები - კვირის პალიტრა

“კარ­გად ვიცი, რას ნიშ­ნავს გაკ­ვე­თილ­ზე მში­ე­რი ჯდო­მა და მერე სახ­ლამ­დე მში­ე­რი სი­ა­რუ­ლი“ - მსახიობ თუთა ოქროპირიძის რთული წარსული და ახდენილი ოცნებები

"თე­ატ­რი სა­ხე­ლოს­ნო 42“ ბევრ ნი­ჭი­ერ და სა­ინ­ტე­რე­სო ახალ­გაზ­რდა მსა­ხი­ობს აერ­თი­ა­ნებს. მათ შო­რი­საა თუთა ოქ­რო­პი­რი­ძე, რო­მელ­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბა პო­პუ­ლა­რუ­ლი სე­რი­ა­ლე­ბი­დან თუ პრო­ექ­ტე­ბი­დან იც­ნობს.

რა გზა გა­ი­ა­რა და რა გზას გა­დის, რო­გორ აუხ­და ცხოვ­რე­ბა­ში შო­რე­უ­ლი ოც­ნე­ბე­ბი და რო­გო­რია მისი სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი, ამ და სხვა თე­მებ­ზე თუთა ოქ­რო­პი­რი­ძე გვე­სა­უბ­რე­ბა:- ადა­მი­ა­ნი სა­ხე­ლი­დან იწყე­ბა და და­ვი­წყოთ თქვე­ნი სა­ხე­ლი­დან...

- ოფი­ცი­ა­ლუ­რად სა­ბუ­თებ­ში თა­თია ვარ, ისე - თუთა. ბავ­შვო­ბა­ში მე­ძახ­დნენ - "თათი“-ს, "თა­თუ­თა“-ს, მერე შე­მოკ­ლდა სა­ხე­ლი და დარ­ჩა "თუთა“... სკო­ლა­ში, უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­სა თუ სამ­სა­ხუ­რებ­ში ასე ოფი­ცი­ა­ლუ­რად მომ­მარ­თა­ვენ, მე კი­დევ "თა­თია“ არ მომ­წონს. ის რა­ღაც­ნა­ი­რად ჩემი ბავ­შვო­ბის, თი­ნე­ი­ჯე­რო­ბის იმ პე­რი­ო­დის "თა­თი­ას“ უკავ­შირ­დე­ბა, რისი გახ­სე­ნე­ბაც, გულ­წრფე­ლად რომ გი­თხრათ, არ მსი­ა­მოვ­ნებს, რად­გან ის პე­რი­ო­დი არ მომ­წონ­და.

tuta6-55845-1792065512.jpg

- რა­ტომ? რა­ი­მე სტრესს ხომ არ უკავ­შირ­დე­ბა?

- ალ­ბათ, კი. საკ­მა­ოდ რთუ­ლი ბავ­შვო­ბა გა­ვი­ა­რე. მამა გარ­დაც­ვლი­ლი მყავ­და, ექ­ვსი თვის ვი­ყა­ვი, აფხა­ზე­თის ომში რომ და­ი­ღუ­პა... ფო­ტო­ე­ბიც ძა­ლი­ან ცოტა მაქვს და ფაქ­ტობ­რი­ვად, არა­ფე­რი ვიცი მა­მა­ჩემ­ზე. ასე გა­ვი­ზარ­დე. დე­და­ჩე­მი 21 წლის იყო, რომ გა­მა­ჩი­ნა, მამა - 23-ის. გა­ვი­ზარ­დე დე­დას­თან, დე­ი­დას­თან და ბე­ბი­ას­თან ერ­თად. მოკ­ლედ, ქა­ლე­ბის ოჯახ­ში ვარ გაზ­რდი­ლი.

აბა­ნო­თუ­ბან­ში - ძველ თბი­ლის­ში ვცხოვ­რობ­დით. 51-ე სკო­ლა­ში ვსწავ­ლობ­დი. სახ­ლი­დან სკო­ლამ­დე საკ­მაო მან­ძი­ლი იყო და ფაქ­ტობ­რი­ვად, ფე­ხით დავ­დი­ო­დი მთე­ლი 11 წელი. ამის ძი­რი­თა­დი მი­ზე­ზი ის იყო, რომ ტრან­სპორ­ტის ფული არ მქონ­და. მოკ­ლედ, რთუ­ლი მო­მენ­ტე­ბი იყო და კარ­გად ვიცი, რას ნიშ­ნავს გაკ­ვე­თილ­ზე მში­ე­რი ჯდო­მა და მერე სახ­ლამ­დე მში­ე­რი სი­ა­რუ­ლი. გზად სა­ცხო­ბებს ჩა­ვუვ­ლი­დი და ვე­რა­ფერს ვყი­დუ­ლობ­დი, სახ­ლში მი­სულ­საც საჭ­მე­ლი არ მხვდე­ბო­და.

tuta4-55860-1792065530.jpg

- რთუ­ლი მო­სას­მე­ნია... ე.ი. მამა ომში წას­ვლის შემ­დეგ მა­ლე­ვე და­ი­ღუ­პა?

- ბე­ბი­ა­ჩე­მის­გან მახ­სოვს, წას­ვლი­დან ოთხ დღე­ში და­რე­კეს, რომ მძი­მედ იყო დაჭ­რი­ლი და სა­დღაც ცხე­ნის წყალ­თან იდ­გნენ... მოკ­ლედ, იქ გარ­და­იც­ვა­ლა... დაკ­რძა­ლუ­ლია რა­ჭა­ში, სა­ი­და­ნაც იყო მამა წარ­მო­შო­ბით. წლე­ბის შემ­დეგ, უკვე საკ­მა­ოდ მოზ­რდი­ლი ვი­ყა­ვი და ქმარს გა­შო­რე­ბუ­ლი, რომ შვი­ლით რა­ჭა­ში ჩა­ვე­დი და მოვ­ძებ­ნე მა­მა­ჩე­მის სახ­ლი. მერე კი კი­თხვა-კი­თხვით მი­ვე­დი მის საფ­ლავ­ზე... ძა­ლი­ან უც­ნა­უ­რი შეგ­რძნე­ბა იყო.

- მსა­ხი­ო­ბო­ბა რომ გინ­დო­დათ, ეს 51-ე სკო­ლა­ში სწავ­ლი­სას გა­არ­კვი­ეთ?

- უნდა ვთქვა, რომ 51-ე სკო­ლა ვერ და­ვამ­თავ­რე. მო­მი­წია მე-12 კლას­მა და მე-12-ში გავ­თხოვ­დი. მერე სკო­ლამ აღარ და­მიშ­ვა, რომ იქ მეს­წავ­ლა, რად­გან ეს სხვე­ბის­თვის იქ­ნე­ბო­და ცუდი მა­გა­ლი­თი. სხვა სკო­ლამ მი­მი­ღო და ატეს­ტა­ტი იქ ავი­ღე. პა­რა­ლე­ლუ­რად ვემ­ზა­დე­ბო­დი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის­თვის, თან ორ­სუ­ლად ვი­ყა­ვი. სა­ერ­თოდ მსა­ხი­ო­ბო­ბა სულ მინ­დო­და, სკო­ლი­დან სახ­ლში რომ ვბრუნ­დე­ბო­დი, თე­ატ­რა­ლურ უნი­ვერ­სი­ტეტს რომ ჩა­ვუვ­ლი­დი ხოლ­მე, ჩემს თავს ვე­უბ­ნე­ბო­დი - გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი უნდა იყო, რომ აქ ის­წავ­ლო. ეს ძა­ლი­ან შო­რე­უ­ლი ოც­ნე­ბა იყო.

განაგრძეთ კითხვა