რომელ გახმაურებულ საქმეებთან არის დაკავშირებული ვატო ყიფიანისა და ავთო ბილანიშვილის სახელები? - კვირის პალიტრა

რომელ გახმაურებულ საქმეებთან არის დაკავშირებული ვატო ყიფიანისა და ავთო ბილანიშვილის სახელები?

შსს-მ ე.წ. კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტი ვატო ყი­ფი­ა­ნი და ავ­თან­დილ ბი­ლა­ნიშ­ვი­ლი, მეტ­სა­ხე­ლად “კაწ­რო“ და­ა­კა­ვა.

გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 126-ე მუხ­ლის 1-ელი პრი­მა ნა­წი­ლის “ბ“ ქვე­პუნ­ქტით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ჯგუ­ფუ­რად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ძა­ლა­დო­ბას გუ­ლის­ხმობს. ამა­ვე მუხ­ლი­თაა და­კა­ვე­ბუ­ლი ავთო ბი­ლა­ნიშ­ვი­ლიც.

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნი­ლი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტზე სამ პირს წა­რედ­გი­ნა ბრალ­დე­ბა.

“ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 2026 წლის 14 ოქ­ტომ­ბერს, ქა­ლაქ თბი­ლის­ში, ერთ-ერთ რეს­ტო­რან­ში, ვახ­ტანგ ჟვა­ნია(იგი­ვე ვატო ყი­ფი­ა­ნი), ავ­თან­დილ ბი­ლა­ნიშ­ვი­ლი და შოთა ყი­ფი­ა­ნი ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­დნენ და­ზა­რა­ლე­ბულს, რო­მელ­მაც ფი­ზი­კუ­რი ტკი­ვი­ლი გა­ნი­ცა­და.

და­კა­ვე­ბუ­ლებს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 126-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი პრი­მა ნა­წი­ლის „ბ“ ქვე­პუნ­ქტით (ძა­ლა­დო­ბა, ჩა­დე­ნი­ლი ჯგუ­ფუ­რად) წა­რედ­გი­ნათ, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად ორ წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

წარ­სულ­ში მომ­ხდარ რო­მელ ხმა­უ­რი­ან საქ­მე­ებს უკავ­შირ­დე­ბა ვატო ყი­ფი­ა­ნის სა­ხე­ლი?

2020 წელი: შეკ­ვე­თი­ლი მკვლე­ლო­ბის აღ­კვე­თა

2020 წლის ზა­ფხულ­ში სა­ქარ­თვე­ლოს სუს-ის კონ­ტრტე­რო­რის­ტულ­მა ცენ­ტრმა და უკ­რა­ი­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­მა ერ­თობ­ლი­ვი ოპე­რა­ცი­ით თა­ვი­დან აი­ცი­ლეს ძმე­ბი ფე­იქ­რიშ­ვი­ლე­ბის (ოფი­ცი­ა­ლურ დო­კუ­მენ­ტებ­ში: გ.ფ. და დ.ფ.) მკვლე­ლო­ბა. სპე­ცო­პე­რა­ცი­ის შე­დე­გად სა­ქარ­თვე­ლო­ში 6, ხოლო უკ­რა­ი­ნა­ში 1 პირი და­ა­კა­ვეს.

სუს-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა, რომ თბი­ლი­სე­ლი ძმე­ბის ლიკ­ვი­და­ცია უკ­რა­ი­ნა­ში და­ი­გეგ­მა და ის ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­სა და სპე­ცი­ა­ლუ­რი დის­ტან­ცი­უ­რად მოქ­მე­დი ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით უნდა გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი­ყო.

პრო­კუ­რა­ტუ­რის ვერ­სი­ით, თავ­დას­ხმას უკ­რა­ი­ნა­ში მყო­ფი კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტი, ვატო ყი­ფი­ა­ნი გეგ­მავ­და.უკ­რა­ი­ნი­დან გა­ძე­ვე­ბის შემ­დეგ, 2021 წლის 21 ივ­ნისს, ყი­ფი­ა­ნი თბი­ლის­ში და­ა­კა­ვეს და პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­დეს. ერთ-ერთი ვერ­სი­ით, ფე­იქ­რიშ­ვი­ლე­ბის ლიკ­ვი­და­ცი­ის მცდე­ლო­ბა 2016 წელს ვა­კე­ში კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტის, სოსო ჯო­ხა­ძის მკვლე­ლო­ბით და­წყე­ბუ­ლი შუ­რის­ძი­ე­ბის ჯაჭ­ვი იყო.

ვატო ყი­ფი­ა­ნი მე­დი­ის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში 2022 წელ­საც მო­ექ­ცა.

ვრცლად