“მსგავ­სი წესი მარ­თლმა­დი­დე­ბელ ეკ­ლე­სი­ებ­ში მი­ღე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კაა“ - რას აცხადებს საპატრიარქო ინფორმაციაზე, რომ სამთავროს მონასტერში ლიტურგია რუსულ ენაზე ჩატარდა? - კვირის პალიტრა

“მსგავ­სი წესი მარ­თლმა­დი­დე­ბელ ეკ­ლე­სი­ებ­ში მი­ღე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კაა“ - რას აცხადებს საპატრიარქო ინფორმაციაზე, რომ სამთავროს მონასტერში ლიტურგია რუსულ ენაზე ჩატარდა?

სამ­თავ­როს მო­ნას­ტერ­ში საღვთო ლი­ტურ­გია რუ­სულ ენა­ზე არ ჩა­ტა­რე­ბუ­ლა. ამის შე­სა­ხებ ნათ­ქვა­მია სა­პატ­რი­არ­ქოს გან­ცხა­დე­ბა­ში, რო­მელ­საც სა­პატ­რი­არ­ქოს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს.

გან­ცხა­დე­ბა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ სამ­თავ­როს დე­და­თა მო­ნას­ტერ­ში საღვთო ლი­ტურ­გია ქარ­თულ ენა­ზე ამბა ალა­ვერ­დელ­მა მიტ­რო­პო­ლიტ­მა და­ვით­მა (მა­ხა­რა­ძე) აღავ­ლი­ნა, სამ­თავ­როს დე­და­თა მო­ნას­ტერ­ში რუ­სე­თის მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის დე­ლე­გა­ცი­ის წევ­რე­ბი იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, შე­სა­ბა­მი­სად, ასეთ დროს დაშ­ვე­ბუ­ლია, პა­ტი­ვის­ცე­მის ნიშ­ნად, უცხო­ელ ღვთის­მსა­ხუ­რებს მშობ­ლი­ურ ენა­ზეც მი­ე­ცეთ გარ­კვე­უ­ლი კვე­რექ­სის ან ასა­მაღ­ლებ­ლის წარ­მოთ­ქმის სა­შუ­ა­ლე­ბა.

"სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბელ ეკ­ლე­სი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ცალ­კე­უ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი­სა და ფაქ­ტე­ბის მცდა­რი ინ­ტერპრე­ტა­ცია არა­ერ­თხელ გამ­ხდა­რა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არას­წო­რი წარ­მოდ­გე­ნე­ბი­სა და უსა­ფუძ­ვლო და­პი­რის­პი­რე­ბის მი­ზე­ზი. გა­მო­ნაკ­ლი­სი არც წლე­ვან­დე­ლი სვე­ტი­ცხოვ­ლო­ბა ყო­ფი­ლა.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ქრის­ტი­ა­ნო­ბის სა­ხელ­მწი­ფო რე­ლი­გი­ად გა­მო­ცხა­დე­ბის 1700 წლის­თავ­თან და­კავ­ში­რე­ბით ჩვენს ქვე­ყა­ნას სტუმ­რობ­დნენ ად­გი­ლობ­რი­ვი მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ე­ბის დე­ლე­გა­ცი­ე­ბი, რო­მელ­თა წარ­მო­მად­გენ­ლებ­მაც სხვა­დას­ხვა ტა­ძარ­სა და მო­ნას­ტერ­ში საღვთო ლი­ტურ­გი­ა­ში მი­ი­ღეს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.

რუ­სე­თის მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის დე­ლე­გა­ცი­ის წევ­რე­ბი იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ სამ­თავ­როს დე­და­თა მო­ნას­ტერ­ში, სა­დაც საღვთო ლი­ტურ­გია ქარ­თულ ენა­ზე ამბა ალა­ვერ­დელ­მა მიტ­რო­პო­ლიტ­მა და­ვით­მა (მა­ხა­რა­ძე) აღავ­ლი­ნა. თა­ნამ­სა­ხუ­რებ­და მოს­კო­ვი­სა და სრუ­ლი­ად რუ­სე­თის სა­პატ­რი­არ­ქოს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, ნი­ჟე­გო­რო­დი­სა და არ­ზა­მა­სის მიტ­რო­პო­ლი­ტი გი­ორ­გი.

დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი სა­ეკ­ლე­სიო ტრა­დი­ცი­ის თა­ნახ­მად, ად­გი­ლობ­რი­ვი სა­ეკ­ლე­სიო იერ­არ­ქი­ის კურ­თხე­ვით, ასეთ დროს დაშ­ვე­ბუ­ლია, პა­ტი­ვის­ცე­მის ნიშ­ნად, უცხო­ელ ღვთის­მსა­ხუ­რებს მშობ­ლი­ურ ენა­ზეც მი­ე­ცეთ გარ­კვე­უ­ლი კვე­რექ­სის ან ასა­მაღ­ლებ­ლის წარ­მოთ­ქმის სა­შუ­ა­ლე­ბა.

განაგრძეთ კითხვა