“ზელენსკის მოლაპარაკება არ სურს - მე მისი დიდი გულშემატკივარი არ ვარ, მათ უკრაინა გაანადგურეს“ - რას აცხადებს დონალდ ტრამპი - კვირის პალიტრა

“ზელენსკის მოლაპარაკება არ სურს - მე მისი დიდი გულშემატკივარი არ ვარ, მათ უკრაინა გაანადგურეს“ - რას აცხადებს დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, არ სურს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან საქმის დაჭერა, რადგან მიაჩნია, რომ ის რუსეთთან მოლაპარაკებას არ აპირებს.

“ზელენსკი ისეთი ადამიანი არ არის, ვისთანაც საქმე უნდა გვქონდეს. მას მოლაპარაკება არ სურს. ამბობს, რომ მოლაპარაკება სურს, მაგრამ არ სურს. არა, მე ზელენსკის დიდი გულშემატკივარი არ ვარ. მათ უკრაინა გაანადგურეს“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

მისი მტკიცებით, ყველაფერი ყოფილი პრეზიდენტის, ბარაქ ობამას დროს დაიწყო, როდესაც უკრაინა, “აიძულეს, ყირიმი დაეთმო“. ტრამპის განცხადებით, ყირიმი „ყველაზე ლამაზი მიწის ნაკვეთია”, რომელიც ყველა მხრიდან ოკეანეთია გარშემორტყმული.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინას ისეთი ადამიანური რესურსი არ გააჩნია, როგორიც რუსეთს. “რუსეთი უზარმაზარი ქვეყანაა. მას შეუძლია მილიონი კაცი დაკარგოს, თუმცა კიდევ მრავალი მილიონი ჰყავს. უკრაინას ასეთი ადამიანური რესურსი არ გააჩნია”, - აღნიშნა ტრამპმა.

განაგრძეთ კითხვა