ვატო ყიფიანის "თავგადასავალი": დანაშაულები, რომლებშიც ან მისი სახელი გახმაურდა, ან რეალური ფიგურანტი იყო - კვირის პალიტრა

ვატო ყიფიანის "თავგადასავალი": დანაშაულები, რომლებშიც ან მისი სახელი გახმაურდა, ან რეალური ფიგურანტი იყო

15 ოქ­ტომ­ბერს გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია ე.წ. კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტის ვატო ყი­ფი­ა­ნი­სა და ავ­თან­დილ ბი­ლა­ნიშ­ვი­ლის, მეტ­სა­ხე­ლად "კაწ­როს“ და­კა­ვე­ბის შე­სა­ხებ, მა­ლე­ვე პრო­კუ­რა­ტუ­რამ და­მა­ტე­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­ავ­რცე­ლა, რომ ორი­ვე მათ­განს ბრა­ლი უკვე წარ­დგე­ნი­ლი ჰქონ­დათ, კი­დევ ერთ და­კა­ვე­ბულ შოთა ყი­ფი­ან­თან ერ­თად, - მათ თბი­ლი­სის ერთ-ერთ რეს­ტო­რან­ში ჯგუ­ფურ ძა­ლა­დო­ბას ედა­ვე­ბი­ან.

ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია, არის თუ არა შოთა ყი­ფი­ა­ნი ვატო ყი­ფი­ა­ნის ნა­თე­სა­ვი.

პრო­კუ­რა­ტუ­რა ცი­ტი­რებს შსს-ს გა­მო­ძი­ე­ბას და წერს, რომ:

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 2026 წლის 14 ოქ­ტომ­ბერს, ქა­ლაქ თბი­ლის­ში, ერთ-ერთ რეს­ტო­რან­ში, ვახ­ტანგ ჟვა­ნია(იგი­ვე ვატო ყი­ფი­ა­ნი), ავ­თან­დილ ბი­ლა­ნიშ­ვი­ლი და შოთა ყი­ფი­ა­ნი ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­დნენ და­ზა­რა­ლე­ბულს, რო­მელ­მაც ფი­ზი­კუ­რი ტკი­ვი­ლი გა­ნი­ცა­და. ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 126-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი პრი­მა ნა­წი­ლის „ბ“ ქვე­პუნ­ქტით (ძა­ლა­დო­ბა, ჩა­დე­ნი­ლი ჯგუ­ფუ­რად) წა­რედ­გი­ნათ, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად ორ წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს".

ვინ არის ვატო ყი­ფი­ა­ნი?

47 წლის ვახ­ტანგ (ვატო) ყი­ფი­ა­ნი წლე­ბია და­კავ­ში­რე­ბუ­ლია კრი­მი­ნა­ლურ სამ­ყა­როს­თან - მის დო­სი­ე­ში იყო საქ­მე­ე­ბი, რო­მელ­შიც მისი სა­ხე­ლი ჩნდე­ბო­და და მე­დია აქ­ტი­უ­რად წერ­და ამის თა­ო­ბა­ზე, თუმ­ცა ოფი­ცი­ა­ლუ­რად ამის და­დას­ტუ­რე­ბა არ მომ­ხდა­რა. ასე­ვე იყო საქ­მე­ე­ბი, რო­მელ­შიც მისი სა­ხე­ლი რე­ა­ლუ­რად ფი­გუ­რი­რებ­და, მას აკა­ვებ­დნენ, ასა­მარ­თლებ­დნენ, თუმ­ცა რა­ტომ­ღაც ყო­ველ­თვის მარ­ტი­ვად აღ­წევ­და ცი­ხეს თავს.

00000-1792138233.jpg

ქარ­თულ ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში ერთ-ერთი პირ­ვე­ლი ინ­ფორ­მა­ცია ყი­ფი­ა­ნის და­კა­ვე­ბის თა­ო­ბა­ზე, 2004 წლით თა­რიღ­დე­ბა. მას ბრა­ლი სამი მუხ­ლით წა­უ­ყე­ნეს: 109-ე, პე­როვ­სკა­ი­ას ქუ­ჩა­ზე ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა; მე­ო­რე - აე­რო­პორ­ტში ია­რა­ღი­სა და ნარ­კო­ტი­კე­ბის ამო­ღე­ბა და მე­სა­მე - სო­ფელ ღვან­კი­თის ეპი­ზო­დი, სა­დაც მას ია­რა­ღი ამო­უ­ღეს.

განაგრძეთ კითხვა