“გიგა ავალიანის მკვლელობა იმდენად მოცულობითი, საშიში და ამაზრზენია, თუ ყველა არ დაისაჯა, ისინი, ვინც ამათი დაუსჯელობით წახალისდებიან...“ - რას აცხადებს გიგა ავალიანის დედა - კვირის პალიტრა

“გიგა ავალიანის მკვლელობა იმდენად მოცულობითი, საშიში და ამაზრზენია, თუ ყველა არ დაისაჯა, ისინი, ვინც ამათი დაუსჯელობით წახალისდებიან...“ - რას აცხადებს გიგა ავალიანის დედა

ალექსანდრე გაბაშვილის განზრახვა, რომ იყო თავდასხმა, ეს უკვე ორმა მოსამართლემ განჩინებაში ჩადო და ვინაიდან გიორგი მალანია გიგა ავალიანის მოსწავლე იყო და გიგა მას იცნობდა, ალექსანდრე გაბაშვილს თავდასხმისთვის არ გამოადგებოდა,- ამის შესახებ მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედამ, ეკა კუპატაძემ განაცხადა.

მისი თქმით, გიორგი მალანიასა და ალექსანდრე გაბაშვილს საკმაოდ თბილი, თანამშრომლობითი და ახლო ურთიერთობა ჰქონდათ.

„მტკიცებულებები არის უხვად მყარი, ნოყიერი და შინაარსობრივი. რაც შეეხება ჩემს გამოქვეყნებულ ფოტოებს, რომლებიც მე ამოვიღე საქმის მასალებიდან, ცხადყოფს იმას, რომ გიორგი მალანიასა და ალექსანდრე გაბაშვილს საკმაოდ თბილი, თანამშრომლობითი და ახლო ურთიერთობა ჰქონდათ.

ნია იმნაძეს ეუბნება მამამისი, „ამ გიოსაც კიდე ვინ ეკითხებოდა, სრულიად უცხო ადამიანს რომ მისცა მისამართი?“. ნია იმნაძე ეუბნება - „რატომ უცხო, 3-4 დღე ჰო ჰქონდათ ასეთი ახლო ურთიერთობაო?“. ანუ ისინი უკვე იყვნენ მეგობრები.

ალექსანდრე გაბაშვილის განზრახვა, რომ იყო თავდასხმა, ეს უკვე ორმა მოსამართლემ განჩინებაში ჩადო და ვინაიდან გიორგი მალანია გიგა ავალიანის მოსწავლე იყო და გიგა მას იცნობდა, ალექსანდრე გაბაშვილს თავდასხმისთვის არ გამოადგებოდა.

განაგრძეთ კითხვა