"აღარ ვაფინანსებთ საქართველოს ხელისუფლებას, თუმცა განვაგრძობთ მოსახლეობის მხარდაჭერას - ევროკავშირი ახალი პროექტებისთვის 38 მილიონი ევროს ოდენობით დაფინანსებას გამოყოფს" - კვირის პალიტრა

"აღარ ვაფინანსებთ საქართველოს ხელისუფლებას, თუმცა განვაგრძობთ მოსახლეობის მხარდაჭერას - ევროკავშირი ახალი პროექტებისთვის 38 მილიონი ევროს ოდენობით დაფინანსებას გამოყოფს"

საქართველოში დემოკრატიული პროცესების უკუსვლის გამო, ევროკავშირი აღარ აფინანსებს საქართველოს ხელისუფლებას, თუმცა განვაგრძობთ საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერას - 2026 წელს, ევროკავშირი, ახალი პროექტების განსახორციელებლად, 38 მილიონი ევროს ოდენობით დაფინანსებას გამოყოფს, რითაც განაგრძობს რეალური, დადებითი ცვლილებების განხორციელებას ოჯახებისა და თემებისთვის მთელ საქართველოში, - ამის შესახებ განცხადებას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა სოციალურ ქსელში ავრცელებ.

ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, პროექტების მიმართულებები, რომლებსაც ისინი კვლავ დააფინანსებენ, მოიცავს, პატარა ქალაქებსა და დაბებში ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნას; სოციალურ-ეკონომიკური განვითარებას სოფლებსა და რეგიონებში, ამ პროცესებში ქალების ჩართულობით; ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას და სხვა.

„ევროკავშირი საქართველოს მოსახლეობას 30 წელზე მეტია უჭერს მხარს.

1992 წლიდან ევროკავშირმა საქართველოში წინსვლის ხელშეწყობისთვის 2 მილიარდ ევროზე მეტი ინვესტიცია განახორციელა ისეთ სფეროებში, როგორიცაა: სოფლის მეურნეობის განვითარება, რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის საკუთარი ბიზნესის წამოწყებაში მხარდაჭერა, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება და სხვა მრავალ მიმართულებასთან ერთად, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მოდერნიზაციის ხელშეწყობა.

საქართველოში დემოკრატიული პროცესების უკუსვლის გამო, ევროკავშირი აღარ აფინანსებს საქართველოს ხელისუფლებას, თუმცა განვაგრძობთ საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერას. გააგრძელეთ კითხვა