“3 დღის წინ გაიტაცეს...“ - ისრაელში მირიამ ვასაძეს ეძებენ - კვირის პალიტრა

“3 დღის წინ გაიტაცეს...“ - ისრაელში მირიამ ვასაძეს ეძებენ

ის­რა­ელ­ში, კერ­ძოდ ქა­ლაქ ჰა­ი­ფა­ში პო­ლი­ცია გა­უ­ჩი­ნა­რე­ბულ მი­რი­ამ ვა­სა­ძეს ეძებს.

რო­გორც მე­დია და და­კარ­გუ­ლი გო­გო­ნას ახ­ლობ­ლე­ბი იუ­წყე­ბი­ან, მი­რი­ა­მი ბო­ლოს 13 ოქ­ტომ­ბერს, სა­ღა­მოს 9 სა­ათ­ზე ქვე­მო ადარ­ში, ბარ­ზი­ლა­ის ქუ­ჩა­ზე ნა­ხეს. ის სახ­ლი­დან ეზო­ში გა­სა­სე­ირ­ნებ­ლად გა­ვი­და, თუმ­ცა აღარ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლა.

000-1792146901.jfif

ის­რა­ე­ლის პო­ლი­ცია სა­ზო­გა­დო­ე­ბას დახ­მა­რე­ბას სთხოვს.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით მი­რი­ამ ვა­სა­ძის სი­მაღ­ლე: 1.60 სან­ტი­მეტ­რია;

აღ­ნა­გო­ბა: გამ­ხდა­რი;

თმა: ყა­ვის­ფე­რი, მოკ­ლე;

თვა­ლე­ბი: ყა­ვის­ფე­რი;

სა­მო­სი: გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის მო­მენ­ტში ეცვა შავი ტან­საც­მე­ლი და თეთ­რი ფეხ­საც­მე­ლი.

ის­რა­ე­ლის პო­ლი­ცია მო­უ­წო­დებს ყვე­ლას, ვი­საც აქვს რა­ი­მე სა­ხის ინ­ფორ­მა­ცია მი­რი­ამ ვა­სა­ძის ად­გილ­სამ­ყოფ­ლის შე­სა­ხებ, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ და­უ­კავ­შირ­დნენ პო­ლი­ცი­ის ცხელ ხაზს ნო­მერ­ზე 100 ან დარ­ე­კონ ჰა­ი­ფას პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში 054-591-1201.

განაგრძეთ კითხვა