ტელეკომპანია „იმედის“ მესაკუთრეები შეიცვალა - როგორ გადანაწილდა წილები?
POS TV-ის შემდეგ, მესაკუთრეები ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელ კომპანიაშიც შეიცვალა.
სამეწარმეო რეესტრის 16 ოქტომბრის ამონაწერის მიხედვით, „იმედის“ მფლობელი „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის 100%-იანი წილი 4 ფიზიკური პირზე თანაბრად გადანაწილდა.
კომპანიის მესაკუთრეთა განახლებული შემადგენლობა ასე გამოიყურება:
მარიამ ლომიძე - 25%;
ირაკლი ჩიხლაძე - 25%;მ
აია ჩიგოშვილი - 25%;
მაგდალინა ანიკაშვილი - 25%;
რეესტრის მიხედვით ტელეკომპანია „იმედის“100%-იან წილს ფლობს შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპი“. თავის მხრივ, „ჯორჯიან მედია პროდაქშენის“ 50%-იან წილს, ცვლილებებამდე ფლობდა შპს „პრაიმ მედია გლობალი“, 10-10% კი 5 ფიზიკური პირი ვასილ კალანდარიშვილი, მარიამ ლომიძე, ირაკლი ჩიხლაძე, ნათია სონღულაშვილი და მაია ჩიგოშვილი ინაწილებდნენ.