რომის პაპი ვლადიმერ პუტინს ესაუბრა - რა დეტალებზე წერს მედია? - კვირის პალიტრა

რომის პაპი ვლადიმერ პუტინს ესაუბრა - რა დეტალებზე წერს მედია?

რო­მის პაპ­მა, ლეო XIV-მ რუ­სე­თის პრე­ზი­დენტ ვლა­დი­მერ პუ­ტინ­თან სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რის დროს მას ცე­ცხლის შე­წყვე­ტის­კენ მო­უ­წო­და. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას Vatican News წმინ­და საყ­დრის პრეს­სამ­სა­ხურ­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს.

აღი­ნიშ­ნე­ბა, რომ პუ­ტინ­თან სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რის დროს რო­მის პაპ­მა გა­მოთ­ქვა „მისი ღრმა წუ­ხი­ლი ხერ­სო­ნის ოლ­ქის ქა­ლაქ ოლეშ­კი­ში არ­სე­ბულ მძი­მე ჰუ­მა­ნი­ტა­რულ ვი­თა­რე­ბა­ზე“ და რუ­სე­თის პრე­ზი­დენტს ცე­ცხლის შე­წყვე­ტის­კენ მო­უ­წო­და, რათა შე­საძ­ლე­ბე­ლი იყოს ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი დახ­მა­რე­ბის მი­წო­დე­ბა.“სა­უბ­რის დროს, წმინ­და მა­მამ ღრმა შეშ­ფო­თე­ბა გა­მოთ­ქვა ხერ­სო­ნის ოლ­ქის ქა­ლაქ ოლეშ­კი­ში არ­სე­ბულ მძი­მე ჰუ­მა­ნი­ტა­რულ ვი­თა­რე­ბა­ზე, და ცე­ცხლის შე­წყვე­ტის მო­წო­დე­ბით გა­მო­ვი­და, რათა შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­დეს საკ­ვე­ბი­სა და სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის მი­წო­დე­ბა, და მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თი და უსაფრ­თხო ევა­კუ­ა­ცია.

სა­ბო­ლო­ოდ, წმინ­და მა­მამ ხე­ლახ­ლა და­ა­დას­ტუ­რა წმინ­და საყ­დრის ერ­თგუ­ლე­ბა დი­ა­ლო­გი­სა და მშვი­დო­ბის ხელ­შე­წყო­ბის მი­მართ“, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ცნო­ბის­თვის, ხერ­სო­ნის ოლ­ქის ქა­ლა­ქი ოლეშ­კი უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ რუ­სე­თის სრულ­მას­შტა­ბი­ა­ნი ომის პირ­ვე­ლი­ვე დღე­ე­ბი­და­ნაა ოკუ­პი­რე­ბუ­ლი. 2026 წლის მა­ი­სი­დან ქა­ლაქ­ში საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ცი­ის მი­წო­დე­ბა ვერ ხერ­ხდე­ბა, ხოლო რუ­სუ­ლი არ­მია მო­სახ­ლე­ო­ბას ქა­ლა­ქი­დან ევა­კუ­ა­ცი­ის შე­საძ­ლებ­ლო­ბას არ აძ­ლევს. უკ­რა­ი­ნის მო­ნა­ცე­მე­ბით, ოლეშ­კი­ში რუ­სუ­ლი ბლო­კა­დის პი­რო­ბებ­ში 6 ათა­სი ადა­მი­ა­ნი იმ­ყო­ფე­ბა.

"ინტერპრესნიუსი"