“დღეს სცადეს ჩემი მკვლელობა - ზურგიდან, ვირთხულად, არაკაცებმა სცადეს ჩემი მოკვლა“ - რა ვიდეოს აქვეყნებს ნატა ვიბლიანი?
ნატა ვიბლიანი თავის უახლეს ვიდეომიმართვაში ახალ საფრთხეზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მისი მკვლელობა სცადეს.
“განერვიულებული ვარ, ექიმთან ვიზიტი მქონდა, ავად ვიყავი რამდენიმე დღე. დღეს სცადეს ჩემი მკვლელობა, თან მოწმე ჰყავს ამ საქმეს. ზურგიდან, ვირთხულად, არაკაცებმა სცადეს ჩემი მოკვლა.
სანამ ცოცხალი ვიქნები, სანამ ყველა დამნაშავე არ დაისჯება, როგორც დღეს, ერთი ქალბატონი ღმერთივით გამომიჩნდა, ზუსტად ასე მეყოლება სულ ღმერთივით ვიღაცა, ვიღაცის და რაღაცის სახით და სულ გავიგებ, რომ უკან დგახართ. თქვენ რომ ვაჟკაცები იყოთ და კაცობა გქონდეთ, პირდაპირ დამიდგებით, თვალებში ჩამხედავთ და მეტყოდით, რომ “ნატა, შენ ის გაბედე, რაც სვანეთში არცერთ ქალს არ გაუბედია და მაგიტომ უნდა მოკვდე“. იმისიც გეშინიათ, რომ ციხეში მოხვდეთ და ვირთხებივით ზურგს უკან… დღეს იდგა ჩემს ზურგს უკან ჩემი ნაცნობი და შეამჩნია ერთმა ქალბატონმა, რომ ძალიან გიყურებსო და მერე დაურეკეს, ვიდეოებს, სურათებს გვიღებდნენ. სანამ ცოცხალი ვიქნები, სულ ჩემს ზურგს უკან იდგებით, სულ იმის მცდელობა გექნებათ, რომ მე მომკლათ, მაგრამ ვერ მომკლავთ, მე მიცავს ორი ვაჟკაცი, ასტემირი და გოჩა და ღმერთი…“ - აცხადებს ვიბლიანი სოციალურ ქსელში გავრცელებულ მიმართვაში.