ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქართველი მხატვარი, რომლის ნამუშევრები დე­და­მი­წის სტრა­ტოს­ფე­რო­ში გამოიფინა - კვირის პალიტრა

ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქართველი მხატვარი, რომლის ნამუშევრები დე­და­მი­წის სტრა­ტოს­ფე­რო­ში გამოიფინა

რო­მა­ნო­ზი მხატ­ვა­რია და 30 წე­ლია, ტრან­სცენ­დენ­ტა­ლურ ჟანრ­ში მუ­შა­ობს. ამ­ბობს, რომ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მოღ­ვა­წე­ობს და მთე­ლი ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში ამ ჟან­რის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას ეწე­ვა. 30-მდე პერ­სო­ნა­ლუ­რი გა­მო­ფე­ნა ჰქო­ნია. ჯგუ­ფურ გა­მო­ფე­ნებ­ში არ მო­ნა­წი­ლე­ობს, მხო­ლოდ სოლო გა­მო­ფე­ნებს აწყობს.

ბოლო პე­რი­ოდ­ში მისი ნა­მუ­შევ­რე­ბი გა­მო­ფე­ნი­ლი იყო ნი­დერ­ლან­დებ­ში (ამ­სტერ­დამ­ში, ჰა­ა­გა­ში), ბელ­გი­ა­ში (ბრი­უ­სელ­ში, ან­ტვერ­პენ­ში), პა­რიზ­სა და ლონ­დონ­ში. სულ ბოლო კი - ნიუ-იორკში.

ხე­ლო­ვა­ნი ცნო­ბი­ლია თა­ვი­სი რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი პრო­ექ­ტე­ბით, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც, მისი ნა­ხა­ტე­ბი დე­და­მი­წის სტრა­ტოს­ფე­რო­ში 2019 წლის აგ­ვის­ტო­ში გა­მო­ი­ფი­ნა.Ambebi.ge რო­მა­ნოზს ესა­უბ­რა.

- რა მი­მარ­თუ­ლე­ბაა - ტრან­სცენ­დენ­ტა­ლუ­რი არტი, რო­მე­ლიც თქვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბის მთა­ვარ ღერ­ძად და ორი­ენ­ტი­რად აქ­ცი­ეთ?

- ტრან­სცენ­დენ­ტა­ლუ­რი მხატ­ვრო­ბა ნიშ­ნავს სა­ზღვრებს მიღ­მა გა­სულ ხე­ლოვ­ნე­ბას. ის აბ­სო­ლუ­ტუ­რად ასო­ცი­ა­ლუ­რია. რო­დე­საც მე­კი­თხე­ბი­ან, რას ნიშ­ნავს ეს, რა იდეა დევს მას­ში? ვპა­სუ­ხობ: ყვე­ლა­ფე­რი ის, რაც ჩვენ­თვის ნაც­ნო­ბია - ერ­თგვა­რი "მი­წი­ე­რი“ - ტრან­სცენ­დენ­ტა­ლუ­რი არ­ტის­თვის შე­უ­სა­ბა­მოა. ეს არის ჩვენ­თვის სრუ­ლი­ად უც­ნო­ბი ფორ­მე­ბი­თა და ში­ნა­არ­სით დატ­ვირ­თუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბა.

romanozi2-35731-1792248236.jpg

- რო­დის მიხ­ვე­დით ამ მი­მარ­თუ­ლე­ბამ­დე, თუ თა­ვი­დან­ვე ასე გა­და­წყვი­ტეთ?

- მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ვხა­ტავ, მაგ­რამ და­ახ­ლო­ე­ბით 1997 წლი­დან, 20-21 წლის ასაკ­ში, მთლი­ა­ნად მხატ­ვრო­ბა­ზე გა­და­ვერ­თე. ერთი წლის შემ­დეგ, რო­დე­საც ვე­დურ ფი­ლო­სო­ფი­ას გა­ვე­ცა­ნი და პრაქ­ტი­კა­ში პირ­ვე­ლად გა­ვა­კე­თე ტრან­სცენ­დენ­ტა­ლუ­რი მე­დი­ტა­ცია, სწო­რედ მა­შინ და­მე­ბა­და აზრი, რომ ის გა­მოც­დი­ლე­ბა და გან­ცდა, რაც მე­დი­ტა­ცი­ი­სას მი­ვი­ღე, ტი­ლო­ზე გა­და­მე­ტა­ნა.

თა­ვი­დან, რა თქმა უნდა, ეს დიდ სირ­თუ­ლეს წარ­მო­ად­გენ­და, რად­გან ვი­ზუ­ა­ლუ­რად წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი იყო, რო­გორ უნდა ასა­ხუ­ლი­ყო ეს ტი­ლო­ზე თუ ქა­ღალ­დზე. და­ახ­ლო­ე­ბით 10 წელი დამ­ჭირ­და იმის­თვის, რომ ამ ყვე­ლაფ­რის­თვის ფორ­მა მი­მე­ცა, და­მეხ­ვე­წა და კონ­ცეპ­ტუ­ა­ლუ­რად შემ­დგა­რი­ყო.

ამის შემ­დეგ უკვე უწყვე­ტად ვა­კე­თებ­დი გა­მო­ფე­ნებს - არ გა­სუ­ლა წელი, რომ მცი­რე პერ­სო­ნა­ლუ­რი გა­მო­ფე­ნა მა­ინც არ გა­მე­მარ­თა. მა­გა­ლი­თად, 2025 წელს სამი პერ­სო­ნა­ლუ­რი გა­მო­ფე­ნა მქონ­და: ორი პა­რიზ­ში და ერთი - ლონ­დონ­ში. ახლა ტემ­პმა კი­დევ უფრო მო­ი­მა­ტა.

განაგრძეთ კითხვა