“რა­ტომ უნდა იწამ­ლე­ბო­დეს ამ არ­ხი­სა და მდი­ნა­რე­ე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით თბი­ლი­სის ზღვა?“ - მოსახლეობამ დიდი ლილოს ნაგავსაყრელი გადაკეტა - კვირის პალიტრა

“რა­ტომ უნდა იწამ­ლე­ბო­დეს ამ არ­ხი­სა და მდი­ნა­რე­ე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით თბი­ლი­სის ზღვა?“ - მოსახლეობამ დიდი ლილოს ნაგავსაყრელი გადაკეტა

მო­სახ­ლე­ო­ბამ ლი­ლოს ნა­გავ­საყ­რელ­თან გზა გა­და­კე­ტა. ად­გილ­ზე პო­ლი­ცი­აა მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას "Facebook Live“- ის მეშ­ვე­ო­ბით "მა­უ­წყე­ბე­ლი" ავ­რცე­ლებს.

"მოგ­ვი­წია ნა­გავ­საყ­რე­ლის გა­და­კეტ­ვა ამ­დე­ნი ხნის შემ­დეგ. ვე­ლო­დე­ბით, რომ მო­ვი­დეს პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი პირი. 2 სა­ა­თია გზა­ში არი­ან პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი პი­რე­ბი და ჯერ ვერ მო­აღ­წი­ეს. გაგ­ვცენ პა­სუ­ხი რა­ტომ უნდა იწამ­ლე­ბო­დეს ამ არ­ხი­სა და მდი­ნა­რე­ე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით თბი­ლი­სის ზღვა? მოგ­ვხე­დეთ, ხალ­ხო, გვე­ყო­ფა" - აცხა­დებს პრო­ტეს­ტის მო­ნა­წი­ლე "მა­უ­წყე­ბელ­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში.

ცნო­ბის­თვის, ბოლო რამ­დე­ნი­მე დღეა ად­გი­ლობ­რი­ვი მცხოვ­რებ­ლე­ბი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ას მარ­თა­ვენ. მათი მთა­ვა­რი მო­თხოვ­ნა ნა­გავ­საყ­რე­ლის სხვა­გან გა­და­ტა­ნაა.

წყარო