“მსგავსი ბოდვა, რომ ოპოზიცია სააკაშვილთან უნდა გაერთიანდეს, არასოდეს, არცერთ პარტნიორს არ უკადრია“ - რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი
"ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს პოსტს, რომლითაც ექსპრეზიდენტ სააკაშვილს პასუხობს.
"სააკაშვილი რომელ შეხვედრაზე საუბრობს, არ ვიცი - საერთაშორისო პარტნიორებს ჩვენ მუდმივად ვხვდებით, მაგრამ მსგავსი ბოდვა, რომ ოპოზიცია სააკაშვილთან უნდა გაერთიანდეს, არასოდეს, არცერთ პარტნიორს არ უკადრია.პირიქით, თუ რომელიმე კეთილისმსურველი რამეს გვისურვებს, ეს ოპოზიციის დემოკრატიზაცია და ცრუბელადებისგან გათავისუფლებაა.
უფრო მეტიც - თუ შემორჩნენ ისეთები, ვისაც მიშაზე გული წყდება, ეს პოსტი დაეხმარება გამოფხიზლებაში და იმის გაცნობიერებაში, რომ სააკაშვილთან პარტნიორობა შეუძლებელია" - წერს ჩერგოლეიშვილი.