ტრამპის ჯინაზე ზელენსკიმ "ლენინ-პუტინის" ქალაქში ნავთობტერმინალი მაინც ააგიზგიზებინა... - კვირის პალიტრა

ტრამპის ჯინაზე ზელენსკიმ "ლენინ-პუტინის" ქალაქში ნავთობტერმინალი მაინც ააგიზგიზებინა...

ამერიკისა და უკრაინის პრეზიდენტების დაპირისპირებაეტყობა ახალ, უფრო დაძაბულ ეტაპზე გადავა მას შემდეგ, რაც გასულ ღამეს უკრაინულმა კამიკაძე-დრონებმა „ლენინ-პუტინის“ ქალაქში, სანქტ-პეტერბურგში მორიგ რუსულ ნავთობაზას შეუტიეს...17-18 ოქტომბრის ღამეს უკრაინულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური იერიში მიიტანეს რუსეთის სანქტ-პეტერბურგსა და ლენინგრადის ოლქზე. იერიშის შედეგად ძლიერი ხანძარი გაჩნდა ქალაქის პორტში მდებარე ნავთობტერმინალში, სადაც ცეცხლი საწვავის რეზერვუარს (ცისტერნას) გაუჩნდა. დრონები დაესხნენ თავს რუსული სოციალური ქსელის, VKontakte-ს მონაცემთა ცენტრს და Ozon-ის ლოგისტიკურ ჰაბს. გარდა ამისა, დაზიანდა ელექტრო ქვესადგური, რამაც რეგიონში ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდების შეფერხება გამოიწვია. საჰაერო საფრთხის გამო, სანქტ-პეტერბურგის პულკოვოს საერთაშორისო აეროპორტში ფრენები დროებით შეიზღუდა. გაუქმდა 15 და გადაიდო 25-ზე მეტი ავიარეისი.აღნიშნული იერიში უკრაინის მიერ რუსეთის ზურგში მდებარე სტრატეგიულ და ენერგეტიკულ ობიექტებზე განხორციელებული თავდასხმების გააქტიურების ნაწილია,რომელსაცც უკრაინის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა ახორციელებს იმის საპასუხოდ,როდესაც რუსეთი ყოველღამე კომბინირებულ საჰაერო დარტყმებს აყენებს კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებს.ეს კი იმას ნიშნავს, რომ ზელენსკიმ „აღარ დაუჯერა“ ტრამპს და მაინც განაგრძო საჰაერო დარტყმები რუსეთის ნავთობ გადამამუშავებელ ქარხნებსა და ტერმინალებზე. ორი დღით ადრე,16 სექტემბრის ღამეს უკრაინულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა რუსეთის სიღრმეში,კერძოდ ხანტი-მანსის ავტონომიურ ოლქში მდებარე სურგუტის გაზის კონდენსატის სტაბილიზაციის ქარხანაზე იერიში მიიტანეს, სურგუტის რაიონი უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 2400-2500 კილომეტრითაა დაშორებული, რაც წარმოადგენს უკრაინული დრონების ერთ-ერთ ყველაზე შორეულ დარტყმას დასავლეთ ციმბირში მდებარე რუსულენერგოინფრასტრუქტურაზე.ეს ყველაფერი უდავოდ „გააცოფებს“ აშშ-ის 47-ე პრეზიდენტს, რომელიც ისედაც „აღრენილი“ იყო თავის უკრაინელ კოლეგაზე და ჟურნალისტებს არც ის დაუმალა, რომ მიესალმებოდა ზელენკის ადგილზე უკრაინის სხვა პრეზიდენტის ხილვას, რომელიც ბოლოს და ბოლოს „დაასრულებდა“ ამ საშინელ ომსო... თუმცა, ტრამპსა და მის პოლიტიკურ გუნდს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების მხოლოდ ერთი სცენარი თუ წარმოუდგენიათ-უკრაინა უბრძოლველად უთმობს

sanktpeterburgi-1792313481.png
უკრაინულ კამიკაძე-დრონებს ვერც Ozon-ის ლოგისტიკურიჰაბი გადაურჩა სანქტ-პეტერბურგთან…

აგრესორ რუსეთს დონეცკის ოლქის დარჩენილა რა ოკუპირებულ მიწებს და შემდგომში პუტინის კატეგორიული მოთხოვნების შესასრულებლად, ასევე თმობს ზაპოროჟიეს, ხერსონისა და ხარკოვის ოლქების ნაწილებსაც, რაც უკრაინის ფაქტობრივი კაპიტულაციის ტოლფასი გახდება...„სტარლინკის“ შესაძლებლობების შეზღუდვებით უკრაინის არმიისთვის,რუსულ სარაკეტო შეტევების გაფრთხილებაზე სადაზვერვო ინფორმაციის კიევისთვის ოპერატიულად მიწოდების შეწყვეტითა და „პეტრიოტების“ ანტირაკეტების მიყიდვის სრული ბლოკირებით,პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია ცდილობს „ჭკუა ასწავლოს“ უკრაინის დღევანდელ ხელისუფლებას და ასეთი შანტაჟით„დააჩოქოს“ ის, ომის დამწყები პუტინის „სურვილების“შესასრულებლად...რამდენადაც არ უნდა უჭირდეს დღეს უკრაინას,იმის ფონზეც,როდესაც რუსეთთან რეალური,ხუთწლიანი ფრონტის ხაზის პარალელურად,მეორე წელია აშშ-ის ხელმძღვანელობამაც მას ფაქტობრივად მეორე,„პოლიტიკური ფრონტი“ გაუხსნა, უკრაინელები ხვდებიან, რომ ტრამპის თეთრ სახლში ყოფნა უსასრულო არ იქნება,მას ორ წელში მოუწევს მისი სამუდამოდ დატოვება (თუკი უკრაინელებსა და მსოფლიოს დიდ ნაწილსაც გაუმართლა, მათ შორის პირველ რიგში მილიონობით ამერიკელ ამომრჩეველსაც,აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი მანამდე იმპიჩმენტს ვერ უნდა გადაურჩეს), არც პუტინია უკვდავი და როგორმე კიდევ უნდა

გაძლონ, წინააღმდეგ შემთხვევაში აგრესორი რუსეთი საშვილიშვილოდ "გადაიფორმებს“ არა მარტო აქამდე ოკუპირებულ მიწებს, არამედ მთლიან უკრაინასაც კი...