საფრანგეთი ცეცხლის ალშია გახვეული - საპროტესტო აქციები მასშტაბურ არეულობაში გადაიზარდა - კვირის პალიტრა

საფრანგეთი ცეცხლის ალშია გახვეული - საპროტესტო აქციები მასშტაბურ არეულობაში გადაიზარდა

საფ­რან­გეთ­ში სკო­ლებ­ში არ­სე­ბუ­ლი მძი­მე პი­რო­ბე­ბი­სა და ცხოვ­რე­ბის გაძ­ვი­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მარ­თუ­ლი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი მას­შტა­ბურ ძა­ლა­დო­ბა­ში, დარ­ბე­ვებ­სა და პო­ლი­ცი­ას­თან შე­ტა­კე­ბებ­ში გა­და­ი­ზარ­და. ქვეყ­ნის მას­შტა­ბით ქუ­ჩებ­ში ნა­ხე­ვარ მი­ლი­ონ­ზე მეტი ადა­მი­ა­ნი გა­მო­ვი­და, და­კა­ვე­ბუ­ლია 1 200-ზე მეტი დე­მონ­სტრან­ტი, ხოლო და­შა­ვე­ბულ­თა შო­რის 150-ზე მეტი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლია.

დე­და­ქა­ლაქ პა­რიზ­ში პო­ლი­ცი­ამ დე­მონ­სტრან­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ცრემლსა­დე­ნი გაზი და წყლის ჭავ­ლი გა­მო­ი­ყე­ნა. ქა­ლა­ქის ცენ­ტრში, რეს­პუბ­ლი­კის მო­ე­დან­ზე, აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა ცე­ცხლი წა­უ­კი­დეს ავ­ტო­მო­ბი­ლებს, და­არ­ბი­ეს მა­ღა­ზი­ე­ბი და გა­დაწ­ვეს რეს­ტო­რა­ნი. ლილ­ში გა­ძარ­ცვეს Apple-ის მა­ღა­ზია, ხოლო პა­რიზ­ში - ტან­საც­მლი­სა და სურ­სა­თის ობი­ექ­ტე­ბი.

არე­უ­ლო­ბის დროს მძი­მედ და­ზი­ან­და ის­ტო­რი­უ­ლი შე­ნო­ბე­ბიც: ქა­ლაქ ლი­მოჟ­ში მე­რი­ის შე­ნო­ბა­ში გა­ჩე­ნი­ლი ხან­ძრის გამო სა­ხუ­რა­ვი ნა­წი­ლობ­რივ ჩა­მო­ინ­გრა, ხოლო ლი­ონ­ში დე­მონ­სტრან­ტებ­მა ტუ­რის­ტუ­ლი ოფი­სის ის­ტო­რი­ულ შე­ნო­ბას წა­უ­კი­დეს ცე­ცხლი. ვრცლად