"გურიკა ზოგმა გიჟი გამოიყვანა და ზოგმა ნარკომანი, ბავშვი სრულიად ჯანმრთელი იყო... არც სვამდა და არც ეწეოდა. ჩვენ ერთ ოჯახში ვცხოვრობდით" - რას ჰყვება გურამ დადიანიძის ბიძა - კვირის პალიტრა

"გურიკა ზოგმა გიჟი გამოიყვანა და ზოგმა ნარკომანი, ბავშვი სრულიად ჯანმრთელი იყო... არც სვამდა და არც ეწეოდა. ჩვენ ერთ ოჯახში ვცხოვრობდით" - რას ჰყვება გურამ დადიანიძის ბიძა

12 წლის წინ გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი გუ­რამ და­დი­ა­ნი­ძის ბი­ძამ, კახა და­დი­ა­ნი­ძემ ძმის­შვი­ლის თა­ო­ბა­ზე გა­და­ცე­მა­ში "შენი ამ­ბა­ვი თა­ი­ას­თან" ისა­უბ­რა.

კახა და­დი­ა­ნი­ძის თქმით, მისი მი­ზა­ნია გა­ირ­კვეს სი­მარ­თლე დ აის მზად არის, გვერ­დით და­უდ­გეს და­კარ­გუ­ლი მო­ზარ­დის დე­დას, სოფო ბი­ბი­ლაშ­ვილ­სა და ითა­ნამ­შრომ­ლოს მის ად­ვო­კატ ტა­რი­ელ კა­კა­ბა­ძეს­თან."გუ­რი­კა ძა­ლი­ან კარგ გა­რე­მო­ში იზ­რდე­ბო­და, ნორ­მა­ლუ­რი, ჭკვი­ა­ნი, კარ­გი ბავ­შვი იყო. "ტიკ-ტოკ­ში“ რომ იძა­ხი­ან ასე­თი და ისე­თი იყოო, ზოგ­მა გიჟი გა­მო­იყ­ვა­ნა და ზოგ­მა ნარ­კო­მა­ნი, ეს ბავ­შვი სრუ­ლი­ად ჯან­მრთე­ლი იყო, კარ­გი აზ­როვ­ნე­ბაც ჰქონ­და და გო­ნე­ბაც. ამ­ბო­ბენ იქ რა­ღაც და­ლი­აო. გა­და­ცე­მებ­ში გაჟ­ღერ­და ერთი მუჭი წა­მა­ლი და­ლი­აო. ერთი მუჭი წა­მა­ლი რომ და­ლი­ოს ადა­მი­ან­მა მოკ­ვდე­ბა, რა წა­მა­ლი უნდა ერთი მუჭი წა­მა­ლი რომ და­ლი­ოს ადა­მი­ან­მა მოკ­ვდე­ბა, რა წა­მა­ლი უნდა და­ლიო, თან ერთი მუჭი. მსგავ­სი მიდ­რე­კი­ლე­ბე­ბი არ ჰქო­ნია, არც ეწე­ო­და და არც სვამ­და. ჩვენ ერთ ოჯახ­ში ვცხოვ­რობ­დით, მა­მას­თან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და გუ­რი­კას, სო­ფოც (გუ­რი­კას დედა) და მა­მაც მას კარ­გად ექ­ცე­ოდ­ნენ. ჩემი იქ ცხოვ­რე­ბის პე­რი­ოდ­ში არა­ნა­ი­რი კონ­ფლიქ­ტე­ბი ოჯახ­ში არ ყო­ფი­ლა. სოფო რომ წა­ვი­და თურ­ქეთ­ში (სა­მუ­შა­ოდ) თა­ვის ძმას და რძალს და­უ­ტო­ვა გუ­რი­კა და მერე ჩემ­მა ძმამ წა­მო­იყ­ვა­ნა თბი­ლის­ში" - გა­ნა­ცხა­და გუ­რამ და­დი­ა­ნი­ძის ბი­ძამ.

ცნო­ბის­თვის, 17 წლის გუ­რამ და­დი­ა­ნი­ძე 2014 წელს გა­უ­ჩი­ნარ­და. ის, დუ­შე­თის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ქვე­მო მლე­თა­ში, ლო­მი­სო­ბის დღე­სას­წა­ულ­ზე ექ­სკურ­სი­ა­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და. საქ­მე დღემ­დე გა­უხ­სნე­ლად ით­ვლე­ბა, ვი­ნა­ი­დან გუ­რამ და­დი­ა­ნი­ძის კვალს ვერ მი­აგ­ნეს. გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი ბი­ჭის დედა, სოფო ბი­ბი­ლაშ­ვი­ლი შვი­ლის პოვ­ნა­ში დახ­მა­რე­ბას დღემ­დე ითხოვს.