"უდიდესი დანაკლისია მთელი ქართული კულტურის სფეროსთვის" - კინოპროდიუსერი და კინოთეატრების ქსელ "კავეას" ხელმძღვანელი ოთარ ბუბაშვილი გარდაიცვალა
კინოპროდიუსერი და კინოთეატრების ქსელ "კავეას" ხელმძღვანელი ოთარ ბუბაშვილი გარდაიცვალა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
"საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს კინოპროდიუსერისა და მენეჯერის ოთარ ბუბაშვილის გარდაცვალების გამო.
ოთარ ბუბაშვილი წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა კინოთეატრების ქსელს "კავეას“, “ამირანს“ და “რუსთაველს”, ასევე სტრიმინგ - პლატფორმა "კავეა პლუსს“. იგი გახლდათ ქართული კინოს დიდი გულშემატკივარი, მოამაგე და ინდუსტრიის განვითარების ერთ-ერთი გამორჩეული მხარდამჭერი. გააგრძელეთ კითხვა