პუტინის ახალი იდეა ანუ ვინ უნდა გადაწყვიტოს სინამდვილეში უკრაინის ბედი?!
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა წამოაყენა წინადადება, რომ მომავალ თვეში ის, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი შეხვდნენ ერთმანეთს უკრაინის საკითხზე სასაუბროდ, - ინფორმაციას Wall Street Journal-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის წყაროების ცნობით, მიზანი ოთხწლიანი კონფლიქტის დასრულებაზე ისეთი შეთანხმების მიღწევის მცდელობაა, რომელიც მოსკოვის ინტერესებს მოემსახურება.
Wall Street Journal-ი წერს, რომ ეს გეგმა არის პუტინის მცდელობა, ისარგებლოს მასსა და დონალდ ტრამპს შორის ურთიერთობების დათბობით, რაც შეშფოთებას იწვევს უკრაინასა და მის მოკავშირეებში, როგორც ვაშინგტონში, ისე ევროპაში.
„ასეთი სამიტი - უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკი მონაწილეობის გარეშე - უპრეცედენტო იქნება და ევროპისა და მის ფარგლებს გარეთ მდებარე ქვეყნების დედაქალაქებში განგაშის ზარებს დარეკავს“, - წერს Wall Street Journal-ი.
გამოცემის წყაროების ცნობით, პუტინმა ეს წინადადება ტრამპთან 9 ოქტომბერს გამართული სატელეფონო საუბრისას წამოაყენა.
"ინტერპრესნიუსი"