რა პრეტენზიები აქვს ირაკლი ღარიბაშვილს გამოძიებასთან?! - ადვოკატის განცხადება - კვირის პალიტრა

რა პრეტენზიები აქვს ირაკლი ღარიბაშვილს გამოძიებასთან?! - ადვოკატის განცხადება

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატის, ლილი გელაშვილის განცხადებით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე უფლებადამცველები, მათ შორის, გეგმავენ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შუამდგომლობის დაყენებას. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატმა, ლილი გელაშვილმა განუცხადა.

„რაც შეეხება საქმეს, კითხვა დასვა ირაკლი ღარიბაშვილმა ლაზარე ჯორბენაძის თემასთან დაკავშირებით, კითხვა დასვა, კი არ თქვა რაიმე და მეორე დღეს თუკი ვინმემ ამ თემაზე პოსტი დაწერა, ყველა დაიკითხა და დიდი საგამოძიებო ოპერაცია ჩაატარეს მოკვლევის თვალსაზრისით. ეს მაშინ, როცა ირაკლი ღარიბაშვილმა მაღალი თანამდებობის პირს, პოლიტიკური თანამდებობის პირს, იმ პერიოდში თანამდებობაზე იყო მამუკა მდინარაძე... მე ამ წერილის არც ავტორი ვიცი და არც არაფერი, მაგრამ იცის ირაკლი ღარიბაშვილმა, მან ამის შესახებ განაცხადა საჯაროდ. ამ თემას, უფრო მნიშვნელოვან თემას, როცა ხელს ადებდა მაღალი თანამდებობის პირს, არც კი დაინტერესდნენ, გახსოვთ როგორი პასუხები იყო, აბსურდია და ა.შ.

გამოძიება არ დაწყებულა თავის დროზე, რაც მნიშვნელოვანი იყო და რაც კითხვის ფორმით დასვა, იმაზე მეორე დღეს მთელი საგამოძიებო ოპერაციები ჩატარდა“, - განაცხადა ლილი გელაშვილმა.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში კორუფციულ დანაშაულში ბრალდებულ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს. სხდომას ირაკლი ღარიბაშვილი არ ესწრება. დღევანდელ პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ, ამასთან, გადაწყდება საქმე არსებითად განსახილველად გადაეცეს თუ არა სასამართლოს.

"ინტერპრესნიუსი"

განაგრძე კითხვა